ვფიქრობთ, თუ რომელიმე ბანკი ახალდაქორწინებულ წყვილებს და სტუდენტებს დაუფინანსებს, ბინის გირაოს, შეძლებს პორტფელიც, შესაბამისად, შემოსავლებიც გაზარდოს და ახალი კლიენტებიც შეიძინოს.
სესხით სარგებლობისას კლიენტები გადაიხდიან გირაოს თანხის სესხის პროცენტს. ეს გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე ბინის ქირის გადასახადი. ბანკი მიიღებს პროცენტებს და გირაოს ვადის გასვლის შემდეგ მთლიან თანხას.
მსგავსი შეთავაზებით ბანკი შეძლებს, იმ ადამაინებს შორის გაიჩინოს ლოიალური კლიენტები და მიიღოს დამატებითი შემოსავლები, რომელიც დღეს ნაკლებად სარგებლობენ საბანკო მომსახურებით და რომლებიც, პერსპექტივაში, მისი სხვა პროდუქტების მომხმარებლებიც გახდებიან.
ნიკუნა
on Aug 8th, 2016
@ 16:40:
ეს ის შეთავაზებაა რომელზეც მე და ჩემი ქმარი ყოვე დღე ვფიქრობთ ზუსტად ვიცით რომ ქირას რასაც ვიხდით გირაოსთვის სესხის აღების შემთხვევაში ხარჯი 60%-ით შეგვიმცირდება მაგრამ ბანკები არ იძლევიან ასეთ სესხებს საწუხაროდ