ვფიქრობთ, სარეკლამო კომპანია კლიენტების რიცხვს გაზრდიდა, თუ ქუჩებში ელექტრონულ საათებს დაამონტაჟებდა, მათ ქვემოთ კი სარეკლამო ბანერებს განათავსებდა.
ქალაქში ძალიან ბევრი ასეთი ადგილის მოძებნა შეიძლება, სადაც დღის განმავლობაში ხალხის დიდი ნაკადი მოძრაობს. ასეთი ადამიანებისთვის დრო მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით გაჩერებებზე მდგომები აკონტროლებენ დროს, მათთვის ხელსაყრელი იქნებოდა ქუჩებში დაყენებული საათები. რაც მთავარია, გამვლელებისთვის ავტომატურად თვალშისაცემი და ყურადღებამისაქცევი გახდებოდა საათის ქვეშ განთავსებული რეკლამა. საათთან ერთად შეიძლება ტემპერატურის მაჩვენებელიც იყოს.
ვფიქრობთ, ბევრ კომპანიას მოუნდება ასეთ ხილვად და მოძრავ ადგილას საკუთარი რეკლამის განთავსება, დღის განმავლობაში არაერთი ადამიანის ყურადღების ობიექტი რომ გახდეს.