როგორ შეუძლია თსუ-ს გახდეს უფრო მიმზიდველი აბიტურიენტებისთვის და რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ აქტივობებს დამსაქმებლებისთვის

ვფიქრობთ, რამდენიმე საინტერესო იდეის მოფიქრება შეიძლება, რომელიც თსუ-ს აბიტურიენტების თვალში უფრო მიმზიდველს გახდიდა, მეორეს მხრივ დამსაქმებლებისთვის კარგ შესაძლებლობებს შექმნიდა ღირებული კადრის მიღების საშუალების თვალსაზრისით.

სასურველია უნივერსიტეტში არსებობდეს დასაქმების სამსახური, რომელიც სწავლების სტიმულის და სტუდენტების დასაქმების გაზრდის ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარებას უზრუნველყოფდა. მათ შორის:

  1. ისეთი ტიპის საქმიანობების წახალისება, რომელიც სტუდენტებს კომპეტენციების და გამოცდილების დაგროვებაში დაეხმარებოდა, კვლევით მიმართულებას განავითარებდა. ამისთვის, შეიძლება კომპანიებთან შეთანხმებით მათთვის აქტუალურ ამოცანებსა და პრობლემებზე სტუდენტებმა გადაჭრის გზები ეძებონ, კვლევები, მიღებულ დასკვნებზე კონფერენციები ჩაატარონ, პროექტები მოამზადონ, სტატიები დაწერონ, საბოლოოდ ეს დაინტერესებულ კომპანიებს წარუდგინონ, რითიც მათ საინტერესო და სასარგებლო იდეების მიღების და სასურველი კადრების აყვანის კარგი საშუალება ექნებათ.
  2. Job Fair-ის მოწყობა, სადაც დასაქმებით დაინტერესებულ სტუდენტებს კომპანიების წარმომადგენლებისგან მათ საქმიანობაზე ამომწურავი ინფორმაციის მიღების საშუალება ექნებათ. ინტერესთა თანხვედრის შემთხვევაში სტუდენტები დასაქმებაზე განაცხადს სწორედ ამ კომპანიაში გააკეთებენ. კომპანია კი მათგან საუკეთესოს შეარჩევს.
  3. წარჩინებული სტუდენტებისთვის ექსკურსიების მოწყობა სხვადასხვა კომპანიებში, მათთან შეთანხმებით. ამ დროს კომპანიას შესაძლებლობა აქვს მისი საქმიანობა უკეთ გააცნოს და მოიზიდოს კარგი კადრი. მეორეს მხრივ, სტუდენტი რეალურად ხედავს მუშაობის პროცესს, უფრო მეტად ინფორმირებული ხდება და ინტერესდება ამ კომპანიის საქმიანობით.
  4. სტუდენტთა რეიტინგის წარმოება, მათი აკადემიური მოსწრების, სწავლების პროცესში განხორციელებული აქტივობების მიხედვით. დასაქმების კუთხით შეიძლება საკუთარი პროფილებიც გაუკეთოს, სადაც მათი სამოტივაციო წერილებიც განთავსდება, ლექტორებისგან რეკომენდაციები, უნარების, IQ ტესტის შედეგები. კომპანია პირდაპირ ამ შედეგებით შეძლებდა მისთვის სასურველი კადრის შეფასებას.

სასურველია დასაქმების სამსახური შედეგების შესაფასებლად მათ ანალიზსაც აწარმოებდეს – რამდენმა სტუდენტმა, რა ვადაში, რა პოზიციაზე შეძლო დასაქმება. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს აბიტურიენტებისთვისაც, არჩევანის გაკეთების დროს უნივერსიტეტის ამ მაჩვენებლით შეფასებაც რომ შეძლონ.

დამატებით მიმზიდველობას შეიძენდა თსუ, თუ სტუდენტებს ფაკულტეტების მიხედვით მიმართულებებზე არჩევანის გაკეთებას გაუადვილებდა. შესაბამისი სფეროების მიხედვით წარმატებულ მენეჯერებს მოიწვევდა, რომლებიც სტუდენტებს მოცემული მიმართულებით განვითარების შესაძლებლობებს გააცნობდნენ. უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, თუკი ამ პრეზენტაციების ვიდეო კოლაჟი გაკეთდებოდა თსუ-ს ვებ-გვერდზე, სხვა დროსაც რომ იყოს მათი ნახვის შესაძლებლობა.

ვფიქრობთ, ამ და სხვა აქტივობების განხორციელება თსუ-ში სწავლებით დაინტერესებულთა რიცხვს საგრძნობლად გაზრდიდა, დამსაქმებლებისთვის კი _ კარგი კადრების მიღების შესაძლებლობებს.

______________________________________

აღნიშნული იდეები ითვალისწინებს თსუ-ს სტუდენტების მოსაზრებებსაც, რომელიც „სინერჯი ჯგუფის“ სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 3.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება