რა უნდა გააკეთოს აჭარის ხელისუფლებამ სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ტურისტების მოსაზიდად

დღეს აჭარის ხელისუფლებას ალბათ ყველაზე მეტად უნდა აწუხებდეს რა გააკეთოს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ტურისტების მოსაზიდად..  ამასწინათ ვიხილავდით ამ საკითხს და ჩვენის აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი სამი მთავარი თემა დავინახეთ:

ა) ესტრადის ვარსკვლავები – 10 კვირა, ათი მომღერალი შესაბამისი კონცერტით ყველაზე პოპულარული შემსრულებლები შერეული გრაფიკით რუსეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან უნდა ჩამოიყვანონ, თან ისეთები რომლებიც ყველაზე მეტად პოპულარულები არიან იქ.

ბ) საინფორმაციო ცენტრები უნდა გააკეთონ დიდ ქალაებში (აზერბაიჯანში და სომხეთში), რომელიც ბილბორდებს დაიქირავებს ამ 10 კვირის განმავლობაში და ბათუმის რეკლამას გააკეთებს, მომღერლების გრაფიკს გაუკეთებს რეკლამირებას. დაინტერესებულ პირებს მიაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას, სასტუმროების საკონტაქტო ინფორმაციას, დარჩებიან ხაზზე ამ ადამიანების საქართველოში მგზავრობის დროს და ტელეფონით მოუგვარებენ ნებისმიერ პრობლემას წამოჭრისთანავე.

გ) იგივე ცენტრები დაეხმარებიან სასტუმროებს და რესტორნებს აიყვანონ პერსონალი აზერბაიჯანში, სომხეთში. ხელისუფლება კი გასცემს სპეციალურ ნიშნებს, რომლებიც მიეკვრება კაფეებს, რესტორნებს და სასტუმროებს და რომელიც აღნიშნავს, რომ ამ დაწესებულებაში მუშაობს სომხურენოვანი, ან აზერბაიჯანულად მოლაპარაკე პერსონალი.

ვიფიქრეთ, რომ თუ მათ (დამსვენებლებს) ეყოლებათ ადამიანი ვინც დააკვალიანებს ნებისმიერ მომენტში, თუ მათ დახვდებათ თავისივე ეროვნების, მათ ენაზე მოლაპარაკე პერსონალი და ამასთან თუ აქ მათთვის საყვარელ ისეთ მომღერალს (ესტრადის ვარსკვლავს) ნახავენ,რომელსაც შეიძლება იქაც კი ვერ ნახულობენ ბევრი, და თუ ამ ყველაფერთან ერთად აჭარის მთავრობა თავისი ხარჯებით გადაუხდის თვითმფრინავის ბილეთის ღირებულების 20-25%-ს ყველა დამსვენებელს, რომელიც ერთი კვირით ან მეტით ჩამოდის  (და სანაცვლოდ გააკეთებს ავტოგაქირავების სერვისს, რომლითაც დახარჯულ ფულსაც ამოიგებს, კლიენტებიც მეტ კმაყოფილებას მიიღებენ და ავიაკომპანიაც უფრო მეტს ისარგებლებს) – ძალიან ბევრი დამსვენებელი ჩამოვა და თან დიდ სიამოვნებასაც მიიღებენ ამ მგზავრობით. ალბათ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

3 კომენტარი to “რა უნდა გააკეთოს აჭარის ხელისუფლებამ სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ტურისტების მოსაზიდად”


  1. არჩილი
    on Jul 3rd, 2009
    @ 22:54

    მე მომეწონა იდეა. რაც შეეხება აზერბაიჯანელებს და სომხებს, რავი აბა აქაც იჩხუბებენ ნეტა? ალტაშიც ისვენებენ როგორც აზერბაიჯანელები, ისევე სომხები და მე მგონი არაა პრობლემა.
    იდეა იდეად კი კარგია, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან მის განხორციელებას სკეპტიკურად ვუყურებ. რაიმე მოდიფიცირება არ შეიძლება ნეტავ იდეის ისე, რომ კერძო სექტორმა თავად მოახერხოს ამის ორგანიზება? ტურისტული ორგანიზაციების რაიმე პალატა ან გაერთიანება თუა საქართველოში იმათთვისაც საინტერესო შეიძლება გამოდგეს.


  2. ირაკლი
    on Jul 3rd, 2009
    @ 22:54

    ძალიან ეფექტური იქნება თუ მიშა ან რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელი ან თვითონ ვარშალომიძე სომხეთში და აზერბაიჯანში ვისიტისას რაღაცნაირად მოსახლეობას მიმართავს რომ მზადაა აჭარა დამსვენებლების მისაღებად და ყოველ სომხურ ოჯახზე ერთი ოჯახის წევრი უფასოდ დაისვენებს, ან ექნებათ უფასო ექსკურსია ოჯახს ან …


  3. ნიკა
    on Jul 3rd, 2009
    @ 22:55

    კარგი აზრია.
    კომენტარი ბილბორდებთან და მათივე ქვეყნებიდან თანამოქალაქეების დასაქმებაზე – სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვანი მოსახლეობა საქართველოშიც ხომ ცხოვრობს, მით უმეტეს ჩვენი უმუშევრობის დონის ფონზე რაღა უცხო ქვეყნის მოქალაქეები დასაქმდნენ.
    რეკლამა კი ალბათ იმ მაგალითისთვის 10 კვირიდან 1-2 თვით ადრეც უნდა გაკეთდეს, რამდენადაც ადამიანი ზაფხულის დასვენებას (ზოგადად სად წავიდეს) კარგა ხნით ადრე გეგმავს.
    მთავარი კი მაინც განწყობაა. ზოგადად უცხოელი, პირველ რიგში როგორც – საფულე, რომელიც აქ უნდა დაცარიელდეს – არ უნდა აღიქმებოდეს ჩვენთან და უფრო მთავარი, ისინი მაინც ვერ უნდა გრძნობდნენ ამას

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება