როგორ შეუძლია განათლების სამინისტროს რამოდენიმე წელში სწრაფად აამაღლოს განათლების დონე სკოლებში

საქართველოში რამოდენიმე ასეული სკოლაა და ყველას კარგად ესმის რომ სწავლების ხარისხის გაზრდას მასწავლებლების გადამზადებით ძალიან დიდი დრო და დიდი რესურსი სჭირდება, მითუმეტეს, რომ პროგრამებიც არ არის მაინცდამაინც სახარბიელო დონის. არადა სასკოლო ასაკში განათლების დონის ამაღლება რამდენად მნიშვნელოვანი ამოცანაა ყველასათვის ძალიან ცხადია (სხვა შემთხვევაში არც საუნივერსიტეტო განათლების დონის ამაღლება იქნება რეალურად შესაძლებელი).

ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ყველაზე კარგი საშუალება იმისათვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სწრაფად მოხდეს განათლების დონის ამაღლება ეს არის დისტანციური სწავლების განვითარება რომელიც სპეციალური სკოლების (კომაროვი, ვეკუა), ამ მიზნით შექმნილი საუნივერსიტეტო ჯგუფების ან განათლების სამინისტროში ჩამოყალიბებული სამსახურების ბაზაზე შეიძლება მოხდეს.

მაგალითად კომაროვის სკოლა, რომელსაც აქვს ყველა რესურსი იმისათვის, რომ შეიმუშაოს კლასების მიხედვით სპეციალური მომზადების პროგრამა, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს მათემატიკით, ფიზიკით, ინფორმატიკით და ქიმია-ბიოლოგიითაც კი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინტერესებული ბავშვებისთვის დამატებით თეორიულ მასალას და ამოცანების ნაკრებს. ბავშვი რეგისტრირდება და ყოველთვიურად იღებს თეორიული მასალის პაკეტს, მაგალითების გარჩევებს და ამოსახსნელ მაგალითებს, ხსნის ამ ამოცანებს და პასუხებს აგზავნის უკან რის შემდეგაც იღებს პასუხს და ახალ დავალებას.

დავალებების და მათზე პასუხების გაცვლა გამოცვლა შესაძლოა ხდებოდეს ინტერნეტის, ჩვეულებრივი ფოსტის, ბანკების ფილიალების ან პოლიციის განყოფილებების მეშვეობითაც კი.

ამ სიახლის დანერგვით ბავშვები, რომლებსაც გამორჩეული ინტერესი ექნებათ ამა თუ იმ საგნის მიმართ შეძლებენ გაიღრმავონ ცოდნა ამ მიმართულებით და ერთ დონეზე იყონ მათივე თანატოლებთან მთელი ქვეყნის მაშტაბით, ადგილობრივი მასწავლებლების უმთავრეს ამოცანად კი მათთვის ამა თუ იმ საგნის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გაღვივება დარჩება.  

გარკვეულ მცირე გადასახადს (მა.: 5 ლარს-ერთი თვის მასალაზე) აღნიშნული პროქტი მომგებიანი შეუძლია გახადოს ან მნიშვნელოვლანად შეამციროს სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯების მოცულობა ამ მიმართულებით.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

2 კომენტარი to “როგორ შეუძლია განათლების სამინისტროს რამოდენიმე წელში სწრაფად აამაღლოს განათლების დონე სკოლებში”


  1. Каталог
    on Oct 25th, 2009
    @ 01:17

    Что-то так не получается


  2. Exytrans
    on Nov 1st, 2009
    @ 17:33

    отлично

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება