ნეპოტიზმის დადებითი ეფექტები

როგორც ყველასათვის ცნობილია, ნათესაური და მეგობრული კავშირებით სამსახურში ადამიანების მიღება, ან მათი დაწინაურება ძალიან მავნე მოვლენაა ორგანიზაციისათვის. ეს დროთა განმავლობაში ამცირებს თანამშრომლების შესაბამისობას მათ მიმართ სამსახურებრივ მოთხოვნებთან და უკიდურესად ძაბავს შიდა გარემოს. მიუხედავად ამისა, ჩვენგან ჩვენი ახლობლები დახმარებას ელიან დასაქმებაში და თუ ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვნები არიან, ძნელია ამას რამე მოუხერხო.

თუმცა, თუ ამ საკითხს ოდნავ სხვანაირად მივუდგებით და ვეცდებით, პროცესებიც სწორად ავაგოთ, ორგანიზაციამ საკმაოდ დიდი სარგებელი შეიძლება მიიღოს თანამშრომლებში ახლობლებზე ზრუნვის ამგვარი მოთხოვნილებიდან.

ამისათვის საჭიროა, არსებულ ვაკანსიაზე კარგად ჩამოვწეროთ, როგორი კადრი გვჭირდება, რა გამოცდილება გვინდა ჰქონდეს და რა სამუშაო უნარები განვითარებული. მერე ამის შესახებ ყველა თანამშრომელს, მათ შორის უმაღლეს მენეჯმენტსაც, ვაცნობებთ და ვთხოვთ, რომ თუ ვინმეს იცნობენ მსგავსი მახასიათებლებით და შეუძლიათ რეკომენდაციაც ოფიციალურად გაუწიონ, მიაწოდონ მათ ინფორმაცია ამ ვაკანსიის შესახებ.

უბრალოდ, ყველა უნდა გავაფრთხილოთ, რომ შერჩევით ვეცდებით, სამართლიანი შერჩევის გზით ყველა კანდიდატს შორის საუკეთესო ავარჩიოთ. თუმცა ისიც შეგვიძლია დავპირდეთ, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, უპირატესობას იმ კანდიდატს მივანიჭებთ, რომელსაც თანამშრომლის რეკომენდაცია ექნება და რაც უფრო მაღალი რანგის თანამდებობის პირი გაუწევს რეკომენდაციას კანდიდატს, მით უფრო მაღალი იქნება ამ რეკომენდაციის მნიშვნელობაც.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის საჭირო კადრები სხვა არხებით აღარ უნდა ვეძებოთ. უბრალოდ, ეს გზა შეგვიძლია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო არხი ისე განვიხილოთ და აი, რატომ:

ა) როგორც წესი, ამ გზით ჩვენთან შერჩევაზე შეიძლება მოხვდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სამსახურს აქტიურად არც ეძებენ, მაგრამ კარგად შეესაბამებიან ჩვენს მოთხოვნებს.

ბ) ინფორმაცია ბევრად სწრაფად და ბევრად სწორად ვრცელდება ამ გზით, როგორც ვაკანსიის, ისე მისი რეალური მნიშვნელობის და დამსაქმებელი ორგანიზაციის შესახებ ჩვენთვის საჭირო ადამიანებთან. ეს მათაც გაუადვილებს გადაწყვეტილების მიღებას და ჩვენც გაგვიადვილებს არჩევანის გაკეთებას.

გ) კანდიდატს ორგანიზაციაში ეყოლება ვიღაცა, ოდნავ მაინც პასუხისმგებელი იმაზე, რომ მომავალში არ აღმოჩნდება ისეთი რამე მნიშვნელოვანი დეფექტი, რომლის გამოცნობაც ყოველთვის ძალიან ძნელია მხოლოდ CV-დან და გასაუბრებიდან.

გ) თანამშრომლები შეძლებენ თავისი ახლობლების გულის მოგებასაც. ეტყვიან, რომ მიდი, სცადე, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ და რითიც შევძელით დაგეხმარეთ, დანარჩენი შენზეა, როგორ გამოიჩენ თავსო.

თუ დაგვიჯერებთ, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ამ გზით შემოსული კანდიდატები, როგორც წესი, ბევრად უკეთესები არიან, ვიდრე ინტერნეტ – საიტებზე ვაკანსიებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით შემოსული უამრავი, სრულიად არაადექვატური სამსახურის მაძიებლები.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება