როგორ შეიძლება გაზარდოს თბილისის მეტრომ შემოსავლები მგზავრთა რაოდენობის გაზრდის გარეშე

როგორ შეიძლება გაზარდოს თბილისის მეტრომ შემოსავლები მგზავრთა რაოდენობის გაზრდის გარეშე? ყოველდღიურად მეტროში ჩადის დაახლოებით 300 000 ადამიანი. წარმოიდგინეთ რამდენი შემოსავლის მიღება შუძლია მეტროს თუ გააკეთებს ისეთ რაღაცას, რომ ჩასული მგზავრების ნახევარი მაინც ხარჯავდეს დამატებით 1 ლარს?!

ვფიქრობთ ესეთი რაღაცა შეიძლება იყოს საკუთარი გამომცემლობის გაკეთება და პატარა წიგნებისა და ბროშურების გაყიდვა მეტროსადგურებში, ისე რომ მგზავრებს შეეძლოთ მათი შეძენა ბაქანზე მოცდის პერიოდში. ესე მეტროს მიეცემა შესაძლებლობა არამარტო მიიღოს უფრო მეტი შემოსავალი, არამედ ხელი შეუწყოს მეტროში კითხვის კულტურის დანერგვას.

წიგნები ისეთი ფორმატის უნდა იყოს და ისეთი შრიფტით დაბეჭდილი, რომ მოსახერხებელი იყოს მეტროში მგზავრობის დროს კითხვა. ამასთან მათი ფასი არ უნდა იყოს მაღალი (დაახლოებით 1 ლარი), რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოახერხოს მათი შეძენა. თუ წიგნები იქნება იაფი და ამავდროულად საინტერესო და სახალისო, ვფიქრობთ ისინი აუცილებად გაიყოდება. ესენი შეიძება იყოს:

  • სხვადასხვა რჩევები – ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, სასარგებლო პროდუქტებზე, ცხოვრების სტილზე და ა.შ.;
  • პატარა ნოველები;
  • ანეგდოტების კრებული;
  • თავსატეხები და ა.შ.

თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 3.67 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

2 კომენტარი to “როგორ შეიძლება გაზარდოს თბილისის მეტრომ შემოსავლები მგზავრთა რაოდენობის გაზრდის გარეშე”


  1. გიორგი
    on Jul 8th, 2009
    @ 17:46

    1. ფასიანი, მაღალსისწრაფიანი Wi-Fi ქსელის მოწყობა და ერთთვიანი საშვების გაყიდვა მეტროს მომხმარებლებზე. აღნიშნულის მომხმარებელები იქნებიან როგორც მობილურების ასევე ლეპტოპების მფლობელები.

    ამით შეიქმნება დამატებითი არგუმენტი მეტროში მეტი მომხმარებლის მოსაზიდად და კომფორტი არსებული მომხმარებლებისათვის.

    2. ვაგონების აღჭურვა სარეკლამო მონიტორებით და შემდეგ სარეკლამო დროის გაყიდვა.


  2. დევი
    on Sep 2nd, 2009
    @ 23:16

    ესკალატორიდან ვაგონამდე მისასვლელ გზაზე, კედლებთან დადგით პეპსის და კოკას მაცივრები.. ჩიფსების და სხვადასხვა სასუსნავების ტერმინალები. სხვადასხვა გაზეთები და ჟურნალები. დააფუძნეთ მომენტალური გადახდის სისტემაზე (მონეტის ჩაგდებით ან სხვა) და გარემოც უფრო ბევრად საინტერესო გახდება (რეკლამები დაამშვენებს ბნელ მარმარილოს კედლებს :) ), და ამავდროულად გაყიდვებიც გაიზრდება.

    პატივისცემით

    დევი ფირცხალაიშვილი

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება