რისი უნდა სჯეროდეს ხელმძღვანელს

ხელმძღვანელს თუ საკუთარი თავის, საკუთარი გუნდის წევრების შესაძლებლობების და უკეთესი ხვალინდელი დღის არ სჯერა თვითონაც ძალიან წვალობს და სხვებსაც აწვალებს.

ბევრი ძალიან დალაგებულად, არგუმენტირებულად გადმოსცემს მოსაზრებას, მაგრამ უყურებ და ხვდები, რომ არ სჯერა თვითონ რასაც ლაპარაკობს და შენც სურვილი გიჩნდება, ყური დაიხშო და წუთიც აღარ დაკარგო მის მოსასმენად.

ამის საპირისპიროდ ბევრი მინახავს, ვინც გაუგებრად, დაულაგებლად ლაპარაკობენ, ვერ ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას, მაგრამ ისეთი დარწმუნებით საუბრობენ, რომ ხვდები, სჯერა თვითონ, რასაც ამბობს და შენც უფრო ნაკლები ეჭვი გიჩნდება, სურვილი გაქვს გაჰყვე და მასთან ერთად ნახო, რა გამოვა შედეგად. ადამიანი, რომელსაც თავისი თავის სჯერა, სჯერა იმის, რასაც ამბობს, რასაც აკეთებს, ასეთ ხელმძღვანელთან მუშაობა ძალიან სასიამოვნია, მასთან ერთად ბევრის სწავლა და ბევრის გაკეთება შეიძლება.

თუნდაც მარტივი იდეის განხორციელების დასაწყისშივე ჩნდება ბევრი შიში და ეჭვი, გამოვა ეს საქმე ბოლომდე თუ არ გამოვა, ირგვლივ ყველა შეუჩერებლად ასახელებს გარემოებებს, რომლებიც ამ იდეის განხორციელებას დიდი ალბათობით შეუშლის ხელს. ასეთ დროს მხოლოდ ხელმძღვანელის რწმენა, რომ სირთულეების დაძლევა მოხერხდება, არის ერთადერთი წინაპირობა წარმატებული სტარტისათვის.

მეორე მნიშვნელოვანი, რისიც აუცილებლად უნდა სჯეროდეს ხელმძღვანელს, მისი გუნდის წევრების შესაძლებლობებია. ის თუ დაიჯერებს, რომ მათ ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ, ბევრად მეტად ენდობა, ბევრად უფრო ამბიციურ ამოცანებს დაუსახავს, დელეგირებასაც მეტს გააკეთებს და მათ სწავლებასაც მეტად შეეცდება.

მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენაა. იგი განსაკუთრებით კრიტიკულ, კრიზისულ პერიოდში ეხმარება ხელმძღვანელს. თუ მას სჯერა, რომ ყველაზე რთული დღეებიც გაივლის და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება ის უფრო მშვიდად იქნება, უფრო მეტად დაამშვიდებს სხვებსაც, რაციონალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს თვითონაც და გუნდსაც ბოლომდე შეუნარჩუნებს წარმატების სურვილს და რწმენას.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.99 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “რისი უნდა სჯეროდეს ხელმძღვანელს”


  1. ABC
    on May 23rd, 2012
    @ 11:33

    ძალიან მომეწონა ინსაითი.

    მეც თვალწინ წარმომიდგა ის ადამიანები, ვინც მთლად ისე ვერ ასაბუთებენ თავის მოსაზრებას, არც დიდად დამაჯერებლები არიან, მაგრამ ისე გულიანად სჯერათ, თვალები ისე უციმციმებთ, რომ შენც “თავბრუს გახვევენ”. ბევრჯერ მომისმენია, რომ მერე სხვები ამბობენ, თითქოს ყველაფერი მათ სასიკეთოდ ეწყობა და რომ გაუმართლათ, რომ არც ისე რთული ამოცანა ქონდათ… ზოგი კი თავის წარუმატებლობას თავისი საქმის სირთულეს, გუნდის წევრებს, გარემოებებს აბრალებენ…

    არადა მეც მჯერა და ვეთანხმები ავტორს, რომ საკუთარი საქმის განხორციელების, გუნდის წევრების შესაძლებლობების და უკეთესი მომავლის რწმენა არის გასაღები წარმატების.

    უბრალოდ ხშირად არის მომენტები გარემოებები რაც ამ რწმენას არყევს და იმედს გვიცრუებს, მაშინ რა უნდა ვქნათ ეგ არ ვიცი … ამ ინსაითის გადახედვა, გახსენება ალბათ ძალიან გვიშველის.

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება