მომხმარებლები თავის რეალურ დამოკიდებულებას ჩვენი ორგანიზაციის მიმართ უფრო მეტად მაშინ იყალიბებენ, როდესაც ჩვენს პროდუქტს ან მომსახურებას ეხებიან, ვიდრე მაშინ, როდესაც ჩვენს რეკლამას უყურებენ ან უსმენენ. შესაბამისად ორგანიზაციის რეპუტაციას ისინი უფრო ქმნიან, რომლებიც ამ მომსახურებას ეწევიან და პროდუქტს ქმნიან ყოველდღიურად ვიდრე ისინი, ვინც სარეკლამო მასალებს ამზადებენ ან პრომო აქციებს და კამპანიებს გეგმავენ.
ის, თუ რას გვინდა მომხმარებელი ჩვენზე ფიქრობდეს, რას გრძნობდეს, როცა ჩვენი კომპანიის ან პროდუქტის სახელი ესმის, ან ლოგოს ხედავს; რას გვინდა, რომ ისინი ჩვენზე ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, ბუნებრივია, უნდა ვიცოდეთ ძალიან ცხადად. თუმცა ამის გარდა, ჩვენ ამას ყველაფერს ძალიან აქტიურად უნდა ვუხსნიდეთ და ვამახსოვრებდეთ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც პროდუქტის და მომსახურების შექმნაში ნებისმიერი ფორმით მონაწილეობენ.
სწორედ პირველ რიგში თანამშრომლებს უნდა ველაპარაკებოდეთ იმაზე, თუ როგორი გვინდა იყოს მომხმარებლის დამოკიდებულება ჩვენი ორგანიზაციის მიმართ, საქმითაც და სიტყვითაც ვარწმუნებდეთ, თუ რამდენად დიდად ვაფასებთ მათ როლს ამ საქმეში.
ორგანიზაციის რეპუტაციის ფორმირება თანამშრომლებთან მუშაობით იწყება. თუ შევძლებთ და მათ მოვანდომებთ შექმნან ჩვენი ბრენდი ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, ისინი ამას ძალიან კარგად და ძალიან სწრაფად გააკეთებენ და ბევრად უფრო სანდოდ, ვიდრე ამის გაკეთება სარეკლამო აქციებს და კამპანიებს შეუძლია.
kote
on May 31st, 2012
@ 14:18:
ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი:თუ თანამშრომელი ხელფასით კმაყოფილი არ იქნა როგორი იქნება მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი?ჩემის ზრით ის ყოველთვის ეცდება რაღაც სხვა შემოსავლის წყაროზე იფიქროს და ეს კორუფციის ერთერთი წყაროა.მეორე :თქვენ შეხება გაქვთ სამედიცინო ცენტრებთან(სადაზღვევო კომპანიებთან).როგორ ფიქრობთ მატ მიერ შემუშავებული სისტემა დაზღვეულ პაციენტზე სხვა 50%ნაკლები ტარიფი ვიდრე არადაზღვეულ პაციენტზე გამოუწეროს ექიმს და ექთანს სამართლიანია?თუ განსხვავდებიან ეს პაციენტები ერთმანეთისაგან?
admin
on May 31st, 2012
@ 15:33:
გეთანხმებით, პაციენტები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. და უკმაყოფილო თანამშრომლებითაც შეუძლებელია კლიენტების კმაყოფილების მიღწევა. ორივე საკითხში გეთანხმებით სრულიად.