თითქმის ნებისმიერი შიდა ორგანიზაციული კრიზისის გამომწვევი რეალური მიზეზების 99% (თუ სრულად 100% არა) ორგანიზაციის შიგნით არსებული პრობლემებიდან იღებს სათავეს. ამ პრობლემების უდიდესი ნაწილი კი მმართველი გუნდის შემადგენლობით და ამ გუნდის წევრების ერთმანეთთან დამოკიდებულებით არის განპირობებული.
სწორედ ამიტომ ნებისმიერი შიდა კრიზისის მოგვარება იწყება მთავარი კითხვით – “ვისთან ერთად ვზივართ ნავში”, და შესაბამისად პირველი ნაბიჯიც მმართველი გუნდის ხელახალი ჩამოყალიბებაა.
ამ დროს უმჯობესია ყველამ, ვისაც უარყოფითი მუხტი შემოაქვს, ვისაც უკეთესი მომავლის არ სჯერა, ვისთან ერთადაც გუნდის დანარჩენ წევრებს მუშაობა არ სიამოვნებთ, მმართველი გუნდი დატოვოს.
მათი ადგილი კი სასურველია ისევ ორგანიზაციის შიგნიდან, შედარებით ახალგაზრდა ადამიანებმა დაიკავონ, ვისაც ჯერ კიდევ წინ აქვთ საშუალება დაამტკიცონ, რომ რაღაცა მნიშვნელოვანის გაკეთება შეუძლიათ. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი კრიზისიდან გამოსვლა ბევრად უფრო ადვილი ხდება.