ხელმძღვანელები დილას რომ არ იგვიანებდნენ

საქართველოში პირველი პირები ძალიან ხშირად იგვიანებენ სამსახურში. ეს დიდ უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზაციებში შრომის ნაყოფიერებაზე. 

დაგვიანებების ყველაზე მთავარი მიზეზი ის არის, რომ არავინ არის, ხელმძღვანელს დაგვიანების გამო ღიად უსაყვედუროს. ისინიც ამით სარგებლობენ.

არადა ასეთი დაგვინებების გამო ძალიან ხშირად ბევრი რამე ზიანდება:

ა) დილით ყველაზე პროდუქტიული დრო ლოდინში და უნაყოფო შრომაში იკარგება. არც თუ ისე ნაყოფიერად დაწყებული დღეც შესაბამისად  ნაკლებად მობილიზებულად და არეულ-დარეულად მიმდინარეობს.

ბ) ხელმძღვანელის ასეთი ქცევის შემხედვარე მუშაკებს თვითონაც ნაკლებად სერიოზული დამოკიდებულება უყალიბდებათ დისციპლინის მიმართ, რაც ამ ორგანიზაციის საქმიანობის ყველა ასპექტზე აისახება.

გ) დაკარგული დროის კომპენსირებას იმით ცდილობენ, რომ საღამოს გვიანობამდე რჩებიან. ამით კიდევ უფრო აფუჭებენ საქმეს და არცთუ ნაყოფიერ საათებს კიდევ უფრო უნაყოფოდ ატარებენ არამარტო ისინი, ვინც გვიან მივიდა სამსახურში, არამედ ისინიც, ვისაც არ დაუგვიანია.

ყველაფერ ამას თუ შაბათ-კვირას სამსახურში სიარულიც დაემატა შრომის ნაყოფიერების კიდევ უფრო შემცირება, სტრესების ზრდა და თანამშრომლების სწრაფი, სრული მორალური და ფიზიკური ამორტიზებაც თითქმის გარანტირებულია.

არადა ორგანიზაციები, რომლის ხელმძღვანელებიც პირველები ან თითქმის პირველები მიდიან სამსახურში, როგორც წესი, ბევრად უფრო მეტის გაკეთებას ახერხებენ. მათ ბევრად უფრო სწრაფად შეუძლიათ მოძრაობა და ბევრად უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაც შედარებით ადვილად გამოსდით.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება