არიან მენეჯერები, რომლებიც ძალიან ადვილად ექცევიან ადამიანების გავლენის ქვეშ. ვინც ელაპარაკება მის არგუმენტებს და ინფორმაციას განსჯის გარეშე იღებენ, ადვილად ეთანხმებიან მოსაუბრეს და რაღაც დროის განმავლობაში, სანამ სხვა რაღაც სხვას არ ეტყვით, მის ხედვებსაც იზიარებენ.
ასეთ ადამიანებთან მუშაობა განსაკუთრებით რთულია, ვინაიდან ისინი ძალინ ხშირად იცვლიან აზრს, დღეს ერთს ლაპარაკობენ ხვალ სხვას, დღეს ერთს გავალებენ ხვალ სხვა რაღაცას გთხოვენ და რაც უნდა გააკეთო ხშირად მაინც უკმაყოფილოები არიან.
როდესაც ადამიანს არ გაგიმართლებს და ასეთ ხელმძღვანელთან მოგიწევს მუშაობა უნდა ეცადო მასთან რაც შეიძლება ახლოს იყო და ხშირად, მაგრამ ამასთან ერთად სამ რაღაცას უნდა მიაქციო ალბათ ყველაზე მეტად ყურადღება:
ა) არ გამოხვიდე ოთახიდან სანამ არ დარწმუნდები, რომ ზუსტად გაიგე რა დავალებაც მოგცა.
ბ) აუცილებლად წერილობით უნდა მიწერო მიღებული დავალება და დასტური სთხოვო წერილობითვე, სწორად გაიგე თუ არა ამოცანა.
გ) დეტალურად უნდა გყავდეს საქმის კურსში საქმის კეთების ყველა ეტაპზე და უნდა აწვდიდე ინფორმაციას ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვიტე და რატომ.
ეს სამი პირობა ყველა პრობლემას ალბათ მაინც ვერ მოაგვარებს, მაგრამ ბევრი უსიამოვნება შეიძლება აგვაცილოს თავიდან.