ნდობის ჯგუფი

თუ ორგანიზაცია მაღალი და საშუალო რგოლის ხელმძღვანელებისგან, ყველაზე ლოიალური და გამოცდილი თანამშრომლებისგან, ასევე მათგანაც, ვინც ორგანიზაციაში ადრე მუშაობდა და ახლაც ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს მასთან, ერთგულებას და ლოიალურობას გამოხატავს, შექმნის ნდობის ჯგუფს და შეეცდება ორგანიზაციისათვის ყველაზე მნიშნელოვან გადაწყვეტილებებს მისი დახმარებით მიაღწიოს, ბევრ კარგ შედეგს მიიღებს აქედან:

1. მათი ჩართულობის პროპორციულად გაზრდის ამ ადამიანების მოტივაციას და პასუხისმგებლობის გრძნობას ორგანიზაციის შედეგებზე;

2. შეძლებს მათი ინტელექტის, უნარების, მათ ხელში არსებული ინფორმაციის უფრო უკეთ გამოყენებას ორგანიზაციის სასარგებლოდ;

3. მათი დახმარებით შეძლებს უფრო ადვილად გაავრცელოს მნიშნელოვანი ინფორმაცია ორგანიზაციის შიგნით, ასევე  მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციაში არსებული პრობლემებისა და ადამაინების განწყობის შესახებ.

ამ ყველაფრისათვის კი საჭირო იქნება მხოლოდ წელიწადში ორჯერ, ან სამჯერ უმაღლესი მენეჯმენტის წევრები შეხვდნენ ნდობის ჯგუფის წევრებს, მიაწოდონ მათ ინფორმაცია ორგანიზაციის გეგმების შესახებ და მოისმინონ მათგან მოსაზრებები როგორც ამ გეგმებთან დაკავშირებით, ისე სხვა, მათი აზრით, მნიშნელოვანი და მწვავე პრობლემებისა და საკითხების თაობაზე.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება