ერთ დღესაც შეამჩნიეთ, რომ თქვენი პატარა კომპანიის, ან დეპარტამენტის ყველაზე გამორჩეულ, შრომისმოყვარე თანამშრომლებს ყურები აქვთ ჩამოყრილი? გინდათ, რომ მარტივად და სწრაფად შეცვალოთ ეს? მაშინ თუნდაც მცირე, მაგრამ ინდივიდუალური ჟესტებით აგრძნობინეთ რა ძვირფასები არიან ისინი ორგანიზაციისთვის. ამისთვის კი “პატარა სიხარულების” მეთოდი გამოიყენეთ.
ადამიანებს ძალიან პატარა ყურადღებაც კი გვახარებს, ხოლო ის თუ გულით და სიყვარულით არის გაკეთებული, ბევრად უფრო მეტი ღირს ჩვენთვის და უფრო დიდხანსაც გვამახსოვრდება. ამისთვის ნამდვილად არ არის აუცილებელი დიდი თანხების დახარჯვა.
უნდა გავიგოთ ჩვენს ყურებჩამოყრილ თანამშრომლებს რა გაახარებდათ. ეს ძალიან მარტივად შეიძლება, თუ მათი სოციალური ქსელების გვერდებს გადავხედავთ, ან მის რომელიმე კოლეგა მეგობარ თანამშრომელს დავსტყუებთ ინფორმაციას. ბოლო – ბოლო მისი სამუშაო მაგიდიდანაც შეიძლება მიხვდე, თუ რამე გამორჩეულად უყვარს ან მოსწონს. უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად ახლოს მაინც იყოს ეს მის ინდივიდუალიზმთან. თან ეს საჩუქარი ისე უნდა გავუკეთოთ, რომ საჩუქრის მიღებამდე თვითონ ვერაფერს მიხვდეს, თუმცა საჩუქართან ერთად პატარა ბარათი, სულ ერთი ფრაზით, კარგი იქნება, რათა ძალიანაც არ დავაბნიოთ.
რა შეიძლება იყოს ეს:
- შოკოლადებით სავსე კალათი სამუშაო მაგიდაზე წარწერით “კომპანია შენით ამაყობს”;
- კალათბურთის ბურთი წარწერით “ძალიან უყვარხარ და სჭირდები შენს კომპანიას”;
- საყვარელი ჯაზმენის ორიგინალი დისკი;
- მაგიდის ქოთნის ლამაზი ყვავილები;
- საყვარელი ფეხბურთელის ფორმა;
- სულაც ბავშვობის მეგობრის მოძებნა და მასთან საზეიმო შეხვედრის ორგანიზება..
იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები”, მიიღეთ სასარგებლო რჩევები და დადებითად დამუხტეთ ადამიანები თქვენს გარშემო.