როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისათვის

როდესაც ვაკანსიასთან დაკავშირებულ გიბარებენ, ძალიან მნიშვნელოვანია კარგად მომზადება გასაუბრებისათვის, რათა კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. ამისათვის დიდი დრო არ დაგეხარჯებათ, უბრალოდ რამდენიმე საკითხი გაითვალისწინეთ:კარგად უნდა გაიაზროთ, დაახლოებით რა შეკითხვებს დაგისვამენ და მზად უნდა იყოთ მათ საპასუხოდ. ყველაზე გავრცელებული შეკითხვებია:

  1. რატომ გსურთ ამ კომპანიაში მუშაობა – ამისათვის კომპანიის ვებ-გვერდი დაათვალიერეთ, ვაკანსიას უკეთ გაეცანით, მოიფიქრეთ, რა გიზიდავთ კომპანიაში, საქმიანობაში, რა პერსპექტივებს ხედავთ. სასურველია ნაცნობს თუ იპოვით და მოაყოლებთ იქ არსებულ გარემოზე, ატმოსფეროზე, რა მოსწონს პირადად მას.
  2. რატომ უნდა აგიყვანოთ შენ, რას შემოიტან კომპანიაში – აქ მოგიწევთ საკუთარი დადებითი თვისებების წარმოჩენა, მაგრამ მხოლოდ ჩამონათვალი არ კმარა, სასურველია, თითოეულზე რაიმე მაგალითიც გაიხსენოთ. თუ მსგავს პოზიციაზე გიმუშავიათ, სასურველია, გამოცდილებასაც გაუსვათ ხაზი, კონკრეტული ქეისების მოყვანით.
  3. უარყოფითი თვისებები – ხშირად უარყოფით თვისებებსაც ეკითხებიან აპლიკანტებს. სასურველია გულწრფელად დაასახელოთ 1-2 ნაკლი, მაგრამ ასევე უჩვენოთ მაგალითებით, რომ ცდილობთ მათ დაძლევას.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია მოწესრიგებულობა: გასაუბრებაზე არ უნდა დაიგვიანოთ. ჩაცმულობაზე, ვარცხნილობაზე, ყველაფერზე უნდა იგრძნობოდეს, რომ მოწესრიგებული პიროვნება ხართ.

ასევე სასურველია, მზად გქონდეთ კითხვები კომპანიასთან, პოზიციასთან, საქმიანობასთან დაკავშირებით. ამით მათ კეთილგანწყობას მოიპოვებთ და თქვენც დარწმუნდებით, სწორ არჩევანს აკეთებთ თუ არა.

წარმატებებს გისურვებთ!

“სინერჯი ჯგუფის წიგნები” კი დაგეხმარებათ მეტი წარმატების მიღწევაში.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება