ბედნიერი თანამშრომლები

თუ მენეჯმენტი ყოველთვის გამოყოფს კვირაში თუნდაც ერთ საათს, იდეების მოსაფიქრებლად, როგორ შეიძლება გააბედნიეროს თანამშრომლები, ორგანიზაციაში ატმოსფერო ძალიან სწრაფად შეიცვლება და გაცილებით სასიამოვნო და სახალისო გახდება ყველასათვის.

იდეები უამრავი შეიძლება იყოს – ყვავილების ან შოკოლადების დახვედრება დილით, კინოს ან თეატრის ბილეთების ჩუქება, თუნდაც ყველა თანამშრომლისათვის ახალი ლამაზი კალმების, ფერადი ფანქრების, ან მადლობის წერილების დარიგება. მთავარია ეს ყველაფერი გაკეთდეს გულით და არა მოჩვენებითად. სანაცვლოდ თანამშრომლების დამოკიდებულება მენეჯმენტის და ორგანიზაციის მიმართ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. თუნდაც თვეში 1-2ჯერ სასიამოვნო სიურპრიზისგან მიღებული დადებითი ემოციები მთელი თვის მანძილზე გრძელდება.

ყველაზე დადებითი კი ის იქნება, რომ თავად თანამშრომლები დაიწყებენ ფიქრსა და ზრუნვას ამ კუთხით. თავადაც გაუჩნდებათ ახალი იდეები, თუ როგორ გაახარონ ერთმანეთი, როგორ ასიამოვნონ ერთმანეთს. საბოლოოდ კი თქვენს ორგანიზაციაში იმუშავებენ ბედნიერი თანამშრომლები, რომელთაც უყვართ ორგანიზაცია, ერთმანეთი და სიამოვნებთ ერთმანეთთან ურთიერთობა. ხოლო განწყობა რომ უდიდეს გავლენას ახდენს მათ მოტივაციაზე, პროდუქტიულობასა და ეფექტიანობაზე, ეს ყველასათვის ცხადია.

იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები” და ბევრ საინტერესო სტატიას წაიკითხავთ, რაც დაგეხმარებათ უფრო მეტი წარმატების მიღწევაში.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება