ემოციურ ინტელექტს სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ორგანიზაციებში. ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საქმის შესრულებისათვის საჭირო უნარები და ცოდნა. ემოციური ინტელექტი, ძირითადად, ნიშნავს ემოციების შეცნობას და მართვას. როგორ ამოვიცნოთ ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანი?
1. ისინი კარგად იცნობენ საკუთარ თავს – მათ ესმით თავიანთი ემოციების, საიდან წარმოიქმნა ისინი და არ აძლევენ ემოციებს საკუთარი თავის მართვის უფლებას. მათ ძალიან კარგად იციან თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე მშვიდად და სიამოვნებით ისმენენ კრიტიკას.
2. ემოციების მართვა – მათ შეუძლიათ აკონტროლონ ემოციები, არ გამოიტანონ სააშკარაოზე. ჯერ ფიქრობენ და შემდეგ მოქმედებენ. ამით მათი ყოველი ნაბიჯი, გადაწყვეტილება გაცილებით გააზრებული და ხარისხიანია. ეს თვისება ასევე საშუალებას აძლევს მათ, სტრესულ სიტუაციებში იმუშაონ კარგად და არ დაიბნენ.
3. მოტივაცია – ისინი უმეტესად მოტივირებულები არიან, კარგად აქვთ განსაზღვრული, რა სურთ და იღვწიან მიზნების მისაღწევად.
4. თანაგრძნობა – არიან კარგი მსმენელები, ცდილობენ სხვების მდგომარეობაში შესვლას, ხვდებიან, რას გრძნობენ და განიცდიან ისინი, აძლევენ რჩევებს და ამხნევებენ მათ.
5. სოციალური უნარები – არიან გუნდის კარგი მოთამაშეები, უყვართ სხვების დახმარება.
ასეთი ადამიანები ორგანიზაციისთვის დიდ ღირებულებას ქმნიან. ისინი ინარჩუნებენ მდგრადობას ყველაზე რთულ მომენტებში, კარგად ესმით თანამშრომლების, ეხერხებათ მათი მართვა და მათთან მუშაობა. ამიტომ გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ ამ უნარს თანამშრომლების აყვანისას.
ასევე, იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები”, ჩვენ ვეცდებით ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ წარმატებისათვის.