არის შემთხვევები, როცა დაჟინებული მტკიცება იმის თაობაზე, რომ ოღონდ ადამიანმა მოინდომოს და ყველაფერს შეძლებდა გადაჭარბებულია ხოლმე. ადამიანების განუზომელი შესაძლებლობების მიუხედავად არსებობენ ტვირთები, რომელთა აწევა გარკვეულ პერიოდსა და გარემოებებში შეუძლებელია. ამ დროს მთელი მოხერხება სწორად მიღებულ გადაწყვეტილებაშია – პასუხისმგებლობის აღებამდე ობიექტურად შევაფასოთ მისი სიმძიმე და შემდეგ დავთანხმდეთ მის შესრულებას.
რაც ყველაზე ზარალიანია როგორც ჩვენთვის ისე გარშემომყოფებისთვისაც, რქებით მიწოლაა და ჯიუტად ბოლომდე იმის “მტკიცება” რომ კი ბევრი ვეცადეთ მაგრამ ვერ გამოგვივიდა, მერე ისეთი გარემოებებიც გამოჩნდება ხოლმე რაც ჩვენი შეუსრულებელი მისიის გამართლებას ახერხებს და ჩვენც ძალაუნებურად მას გადავაბრალებთ ხოლმე.
ერთადერთი რაც ამ სიტუაციიდან გამოსადეგია – კარგი გაკვეთილია ჩვენთვის, რომ მეორედ უფრო ფრთხილად მივიღოთ გადაწყვეტილება და უფრო გონივრულად ავიღოთ პასუხისმგებლობა. უარყოფითი ეფექტები კი ამ საქმეში ჩართული ადამიანების ფრუსტრაცია, ჩვენი და მათი დროის დაკარვა, საქმის უშედეგოდ დასრულება და ხელიდან შანსის გაშვებაა, რომ ეს საქმე სხვას ჩვენზე უკეთ გაეკეთებინა.
მეორე უკიდურესობა გადამეტებული სიფრთხილეა რისკის აღებისას და დაბალი თვითშეფასება, რომელმაც ძალიან ბევრი კარგის გაკეთების შანსი შეიძლება დაგვაკარგვინოს. ამიტომ ემოციურ ფაქტორებს – ამბიციებს და შიშებს მოკლებული შეფასება და გარშემომყოფების აზრი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გადაწყვეტილება პასუხისმგებლობის აღებაზე სწორად მივიღოთ.
კვირის წარმატებულ დასასრულს გისურვებთ :). ჩვენ ვაგრძელებთ სინერჯი ჯგუფის წიგნების და წიგნაკების წარმოდგენას ისეთ ადგილებში, სადაც ამას თქვენ ნაკლებად ელით. ამჯერად, წიგნის მაღაზიების გარდა მათი შეძენა პისიშოპ.ჯი-ში ვაჟა-ფშაველას #16 შეგიძლიათ.