კითხვები, პასუხები რომ გვჭირდება

ნებისმიერი საქმის დაწყების წინ, განსაკუთრებით კი ისეთების, რომელთა განხორციელებაც ჩვენგან მაქსიმალურ კონცეტრირებას  და ძალისხმევას მოითხოვს, თუ ვეცდებოდით, რომ მასთან დაკავშირებული მაქსიმალურად ყველა პასუხგასაცემი კითხვა ჩამოგვეწერა, ძალიან დავეხმარებოდით საქმეს სრულყოფილად შესრულებაში.

ხშირად ხდება,საქმის კეთებას ისე შევუდგებით ხოლმე, რომ  ძალიან ცხადად არ გვაქვს წარმოდგენილი რა სამუშაოები გვაქვს ჩასატარებელი მის დასასრულებლად. შემდეგ უკვე კეთებისას აღმოვაჩენთ, რომ დამატებით რესურსები გვქონია გამოსაყოფი, ვერც დროში ვეტევით და დავალების მომცემიც უკმაყოფილოა,რომ არ ესმის, რამდენად სრულყოფილად შევასრულებთ დავალებას.

საქმის ეს სირთულე საკმაოდ ხშირად გავრცელებულია. მის თავიდან ასაცილებლად განსხვავებული მეთოდები არსებობს. ერთ-ერთი, ყველაზე მარტივ გამოცდილებით, ისაა, რომ სანამ უშუალოდ საქმეს შევუდგებოდეთ, ძალიან ვეცადოთ:

1. ჩამოვწეროთ დავალების შესრულებასთან დაკავშირებული მაქსიმალურად ყველა კითხვა – მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკითხი დავფაროთ, რაზეც ჩვენ, ან დავალების მომცემს შეიძლება კითხვა გაუჩნდეს.

2. გავიაროთ კითხვების ჩამონათვალი დავალების მომცემთან/ზემდგომთან და სრულვყოთ სია – ეს გზა არამარტო გვეხმარება ჩვენ, არამედ დავალების მომცემსაც, რათა უფრო ცხადად დაინახოს საქმის შესრულების მთლიანი სურათი.

3. მოვიფიქროთ გზები და ფორმატი ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად – რა მიდგომებით შევეცდებით ამ კითხვების დამუშავებას, ინდივიდუალურად თუ კოლეგიალურ ფორმატში ვიმუშავებთ პასუხების გაცემაზე.

იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები და წიგნაკები” (2 990 771), იქ ჩვენ თქვენს კითხვებზე პასუხების გაცემას ვცდილობთ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება