ძალიან გავრცელებული მიზეზით ორგანიზაციებში განვითარების ამოცანების შესრულება ფერხდება ან ნელი ტემპით მიმდინარეობს, ვინაიდან განვითარების ამოცანაზე და მასთან დაკავშირებულ საოპერაციო საქმიანობაზე პასუხისმგებელი ერთეულები, როგორც წესი, სტრუქტურულად ერთად იმყოფებიან.
ეს ასტიმულირებს ძალისხმევის და რესურსების მიმართვას მიმდინარე საოპერაციო საქმიანობის განხორციელებაზე და სულ უფრო ნაკლებად განვითარებისთვის ზრუნვაზე.
ასეთი შემთხვევის ძალიან გავრცელებული მაგალითებია, როცა ერთადაა დაჯგუფებული:
- მომსახურების გაწევის და ხარისხის განვითარების, ან კონტროლის ამოცანები.
- გაყიდვების და უშუალოდ პროდუქტის მიწოდების ამოცანები.
- აითი განვითარების და აითი ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის ამოცანები.
- მომსახურების ხარისხის სტანდარტების დამუშავების და მათში ხარვეზების იდენტიფიცირების ამოცანები.
- პარტნიორისგან პროდუქციის მოწოდების და მასთან ურთიერთობების განვითარების ამოცანები და სხვა მრავალი.
საოპერაციო საქმიანობაში, ყოველდღიურად, იმდენად ბევრი და სკურპულოზური სამუშაოთი არის ეს ხალხი დაკავებული, რომ ფიზიკურად განვითარებაზე ზრუნვისთვის დრო არ რჩებათ. მათი ამოცანა უფრო მიმდინარე საქმიანობის უწყვეტობა ხდება, ვიდრე პრობლემების იდენტიფიცირება და განვითარებაზე ზრუნვა.
იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები (2 99 07 71–ზე) და გაიგეთ უფრო მეტი ორგანიზაციული სტრუქტურების შესაძლებლობებზე.