მებრძოლი და მზრუნველი ლიდერები

ძლიერი ლიდერები შეგვიძლია ორ ჯგუფადაც დავყოთ – მებრძოლ და მზრუნველ ლიდერებად, მაშინ, როდესაც პირველებს აუცილებლად სჭირდებათ მოწინააღმდეგე იმისათვის, რათა მათი სტრატეგიული და ტაქტიკური უნარები ბოლომდე გამოიყენონ და თანმიმდევრულად დაამარცხონ ისინი. მეორეებისთვის კი მთავარია მკაფიოდ განსაზრული ზრუნვის ობიექტები ჰყავდეთ, ვისთვის ფიქრშიც და მოქმედებაშიც ისინი დღეს და ღამეს სიამოვნებით ასწორებენ.

ორგანიზაციის საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული ტიპის ლიდერი შეიძლება იყოს საჭირო. განსაკუთრებული კონკურენციის პირობებში მუშაობისას მებრძოლი ლიდერის ყოლა ძალიან ღირებული შეიძლება აღმოჩნდეს. სწორედ ასეთი ადამინი შეძლებს კონკურენტებთან თანმიმდევრულ, მათივე სისუსტეებზე აგებულ ბრძოლას.

შედარებით მშვიდ პერიოდში კი ბევრად უფრო ღირებულია მზრუნველი ლიდერების ყოლა, იმისათვის, რომ კონკურენტებისგან დასვენებული ორგანიზაცია არ მოდუნდეს, არ გაიხრწნას და დაჭაობდეს უმოქმედობის და უმოძრაობის გამო.

ვინაიდან მებრძოლი ლიდერების მთავარი სისუსტე სწორედ ის არის, რომ ძლიერი მოწინააღმდეგის გარეშე უმოქმედოები ხდებიან, ან ორგანიზაციის შიგნით იწყებენ მოწინააღმდეგის ძიებას და ამით ძალიან უარყოფით გავლენას ახდენენ შიდა გარემოზე.

მაშინ, როდესაც მზრუნველ ლიდრებს არანაირი მოწინააღმდეგე არ სჭირდებათ მოქმედებისთვის და არც შიდა ინტრიგებისთვის სცალიათ ოდესმე. მათ ყოველთვის იციან, რა სჭირდება მათი ზრუნვის ობიექტებს და მუდმივა თანმიმდევრულები, ენერგიულები არიან მათზე ზრუნვაში.

იკითხეთ “სინერჯი ჯგიფის წიგნები” და ეძებეთ ახალი გადაწყვეტილებები საკუთარი ორგანიზაციის უფრო შედეგიანი მართვისთვის.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება