ორგანიზაციული დიზაინი ზემოქმედებს თანამშრომლების ქმედებებზე შემდეგი გზებით:
1. ქცევის მოტივაცია – განსაზღვრული ამოცანებით, პასუხისმგებლობებით, მიზნების შექმნით, შეფასებისა და ანაზღაურების სისტემებით ადამიანები შეიძლება მიმართო სასურველი მიმართულებით და დაახარჯინო ენერგია კონკრეტული საქმიანობებისათვის.
2.ქცევის ფასილიტაცია – თანამშრომლები მოტივირებულნი არიან, გააკეთონ კონკრეტული საქმე, ორგანიზაციულ სტრუქტურას შეუძლია ამ საქმის შესრულებაში დაეხმაროს მათ მეთოდებისა და პროცედურების განსაზღვრით, ადამიანის იმ ერთეულებთან განთავსებით, სადაც საჭიროა კომუნიკაცია აუცილებელი ინფორმაციის უზრუნველყოფით და ა.შ..
3. ქცევის იძულება – ჯგუფების და ერთეულების გამოყოფით, ინფორმაციის შეზღუდვით, პროცედურების ინსტიტუციონალიზაციით სტრუქტურა აყალიბებს ქცევებს თანამშრომლებში, რათა არ დახარჯონ დრო და ენერგია უსარგებლო საქმის კეთებით და დაიხარჯონ მნიშვნელოვანი საქმისათვის.
სამივე ერთად აღებული არის ძლიერი ინსტრუმენტი ორგანიზაციის პროდუქტიულობის ამაღლებისა ეფექტიანობისთვის.
იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები”, წიგნაკები და გადადგით კიდევ ერთი ნაბიჯი ცვლილებებისკენ.