ორგანიზაციის მკვდარი და ავადმყოფი უჯრედები

ცოცხალი სტრუქტურები ჩვეულებრივი სტრუქტურებისაგან იმით განსხვავდება, რომ მათ თითქმის არ აქვთ მკვდარი უჯრედები. მათი ყველა ნაწილი ფუნქციონირებს, საკუთარ დანიშნულებას ასრულებს, ორგანიზაციის დანარჩენ ნაწილებთან და მენეჯმენტთანაც ქმედითად თანამშრომლობს.

ორგანიზაციის მკვდარი და ავადმყოფი უჯრედები ის პოზიციები, ან ქვედანაყოფებია, რომლებმაც არ ან არასწორად იციან მათი ფუნქცია, არ აქვთ მკაფიოდ განსაზღვრული პასუხისმგებლობა, არ აქვთ პასუხისმგებლობის შესაბამისი ძალაუფლება. ამის გამო სწორად ვერ ფუნქციონირებენ, ვერ თანამშრომლობენ სხვა რგოლებთან, იმას არ აკეთებენ, რასაც უნდა აკეთებდნენ, ან საერთოდაც არაფერს აკეთებენ.

იმისათვის, რომ ორგანიზაცია ცოცხალი იყოს, აუცილებელია:

ა) ყველა რგოლმა, თითოეული პოზიციის დონეზე, ძალიან მკაფიოდ იცოდეს ამოცანა, რომელზეც მას პასუხისმგებლობა ეკისრება.

ბ) ყველა რგოლს და პოზიციას უნდა ჰქონდეს მინიჭებული ორგანიზაციისათვის მისი ამოცანის მნიშვნელობის შესაბამისი ძალაუფლება;

გ) უნდა ჰქონდეს დანარჩენ რგოლებთან და მენეჯმენტთან თანამშრომლობისათვის საჭირო ისეთი ფორმატები, რომლებიც უწყვეტს გახდის ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანი მთავარი პროცესების დინებას.

ე) სათანადო პერიოდულობით უნდა აკეთებდნენ ანგარიშგებას შესრულებული სამუშაოების და მიღწეული შედეგების შესახებ.

ვ) თითოეული რგოლის საქმიანობა და შედეგები უნდა ფასდებოდეს  და ამ შეფასებების შესაბამისად ხდებოდეს მათი სტიმულირება.

ასეთ შეთხვევაში ორგანიზაციის ყველა რგოლი იმუშავებს, დანარჩენ ორგანიზაციასთან და მენეჯმენტთანაც ქმედითად ითანამშრომლებს და ერთიანი მიზნების მიღწევაშიც მის წვლილს შეიტანს.

იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები” და ეძებეთ მათში ახალი გზები უფრო ცოცხალი სტრუქტურების შესაქმნელად.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება