თავიდან გასაკეთებელი სტრუქტურა

რაც უნდა კარგად სტრუქტურირებული სტრუქტურა გვქონდეს, რაც არ უნდა ღირებული გადაწყვეტილებები ჩავდოთ სტრუქტურაში, რაც არ უნდა სწორად გავანაწილოთ როლები და ადამიანები, სტრუქტურა მაინც თავიდან გვექნება გასაკეთებელი თუ ზედა დონეზე ორგანიზაციის დანიშნულება და ამოცანები გააზრებული და შეთანხმებული არაა.

ორგანიზაციები, სადაც, სტრუქტურის ფორმირებისას, ამ ეტაპს ტოვებენ ან ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, არასწორ პრიორიტეტებს ემსახურებიან და არ და ვერ ასრულებენ თავის რეალურ დანიშნულებას. შეიძლება ამ სტრუქტურით უკუგებასაც იღებდნენ, თუმცა ნაკლებად იმ ნაწილიდან, რომელსაც სარგებლის შექმნა შეუძლია მომხმარებლისთვის.

დანიშნულების გააზრება და სტრატეგიულ ამოცანებზე შეთანხმება გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ, შევქმნათ არასწორი ორგანიზაცია, სადაც სტრატეგიული ამოცანების ნაცვლად სხვა ამოცანები გამხდარა ტოპ–მენეჯმენტის პრიორიტეტი, სადაც სტრატეგიულ ამოცანებს პასუხისმგებელი პირები არ ჰყავთ, სადაც საშუალო და ქვედა დონეზეც სტრუქტურაში ამოცანების არასწორი იერარქიაა.

გვაქვს თუ არა სტრუქტურა თავიდან გასაკეთებელი, ამისთვის საკმარისია სულ რამდენიმე წუთით დაფიქრება, ჩვენი ორგანიზაციის დანიშნულების და ამოცანების განსაზღვრა და ჩვენს სტრუქტურასთან შედარება. მაშინვე გამოიკვეთება, თუ გაუმჯობესების რა შესაძლებლობები გვაქვს. თუმცა ჩვენი გამოცდილებით თუ გვინდა, რომ ამ პროცესმა მაქსიმალურად სასარგებლოდ ჩაიაროს, დაახლოებით 2–3 საათის დათმობა, გააზრებული ამოცანებისა და არსებული სტრუქტურის შესაბამისობის გუნდურ ფორმატში განხილვა დაგვჭირდება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება