ორგანიზაციის ზომის, სტრატეგიის, გარემოს ცვლილებიდან გამომდინარე ხშირად ჩნდება საჭიროება ორგანიზაციამ ახალი საქმე დაიმატოს/ახალი ფუნქციები შეითავსოს, რაც რა თქმა უნდა სტრუქტურულ გადაწყვეტას მოითხოვს. ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული გადაწყვეტილება, რასაც ამ დროს იღებენ ხოლმე, არის ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა/ახალი კადრის აყვანა–გამოყოფა.
ეს გადაწყვეტილება, ცალკე აღებული, შეიძლება სწორიცაა, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში ამ გადაწყვეტილების სისწორე განისაზღვრება ახალი, დასამატებელი საქმის პრიორიტეტულობით და ჩვენი ორგანიზაციის სტრუქტურის თავისებურების გათვალისწინებით, როცა გადავწყვეტთ, ახალი თანამშრომლის აყვანა–გამოყოფა ან ახალი სამსახურის შექმნაა საჭირო
1. მასზე/მათზე უნდა გავანაწილოთ ეს საქმე არა როგორც ფუნქცია, არამედ როგორც ამოცანა.
2. მას/მათ უნდა მივცეთ ისეთი სტატუსი, რაც შეესააბამება ამოცანის პრიორიტეტს ორგანიზაციაში.
3. მას/მათ ისეთი სახელი უნდა დავარქვათ, რაც პირდაპირ და მარტივად ასახავს დელეგირებული ამოცანის შინაარსს.
4. სტრუქტურაში ეს ერთეული უნდა განვალაგოთ ისეთი მიმართულების ქვეშ, სადაც ამ მიმართულების ერთეულებთან კოორდინაციის საჭიროებაა.
5. სტრუქტურაში ეს ერთეული, რომელიც ბუნებრივად კონფლიქტურ დამოკიდებულებაში შეიძლება იყოს სხვა ერთეულთან, უნდა განვალაგოთ სხვა მიმართულების ქვეშ.
საბოლოო ჯამში კი ახალი ერთეულის წარმატება და შედეგები უფრო მეტად სწორად მიღებულ სტრუქტურულ გადაწყვეტილებებშია, ვიდრე პიროვნებების უნარებსა და მონდომებაში.