ფასეულობების მნიშვნელობა კრიტიკულ სიტუაციებში

ორგანიზაციას, რომელსაც აქვს ძალიან ცხადი, მკაფიო ღირებულებები და მათ თითოეული წევრი იზიარებს და ეთანხმება მთელი არსებით, აქვს უნარი, გადარჩეს ყველაზე რთულ, კრიტიკულ და მძიმე პერიოდებში.

არ აქვს მნიშვნელობა, ეს ფასეულობები კარგია თუ ცუდი, შეესაბამება ეთიკის ნორმებს თუ არ, როდესაც ორგანიზაცია და მისი გუნდი იმყოფება ძლიერი ზეწოლის ქვეშ, სტრესულ, რთულ, თითქოს გამოუვალ მდგომარეობაში, თუ მას აქვს ფასეულობები, ის იბრძვის ამ ფასეულობებისათვის, მას სჯერა და სწამს ამ ღირებულებების, არ ეცემა სულიერად და აგრძელებს აკეთოს ის, რასაც საჭიროდ თვლის.  ხოლო ის ორგანიზაციები, რომლებიც მხოლოდ მოგების მაქსიმიზაციისათვის იყვნენ შექმნილები და არანაირ ფასეულობათა სისტემას არ ეფუძნებოდნენ, ადვილად ყრიან ფარ-ხმალს და არ შესწევთ უნარი, გაუძლონ დიდ სტრესსა და სირთულეებს.

ამის ნათელი მაგალითი შეიძლება იყოს 2009 წლის კრიზისი. რამდენიმე მსგავსი ორგანიზაცია მოღვაწეობდა ერთ-ერთ სფეროში, კრიზისის შედეგად ის ერთეული ორგანიზაციები გადარჩნენ მხოლოდ, რომელთაც კარგად გამჯდარი ფასეულობები და ღირებულებები გააჩნდათ და მიუხედავად მძიმე პერიოდისა, ფინანსური პრობლემებისა მაინც აგრძელებდნენ საკუთარ საქმიანობას, დღეს კი საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობენ.

იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და შექმენით ძლიერი, მყარი ორგანიზაცია


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება