ლიდერების ბევრნაირად დაჯგუფება შეიძლება, მათ შორის კიდევ ერთია ლიდერების ტიპი რომლებიც მუდმივად წარუმატებლობას გაურბიან და ლიდერები, რომლებიც ისწრაფვიან წარმატებისკენ. პირველები მუდმივად საფრთხის ძიებაში არინ და ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში მათ ნეიტრალიზაციას ცდილობენ, მეორენი კი მუდმივად კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევის შესაძლებლობებს ეძებენ და მათი რეალიზაციით არიან დაკავებული.
პირველები ბევრად უფრო პასიურები, ინერტულები, დინჯები და დაფიქრებულები არიან ნაბიჯების გადადგმისას და ზოგადად ცოტა გადაწყვეტილებასაც იღებენ.
მეორეები კი უფრო ენერგიულები, აქტიურები არიან, სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს და თანაც უფრო ბევრს. შეცდომებსაც უშვებენ, მაგრამ ამ შეცდომების დიდი ნაწილის გამოსწორებასაც ასევე სწრაფად ახერხებენ.
ორივე კატეგორიის ლიდერი სხვადასხვა დროს არის სასურველი ორგანიზაციისთვის. მწვავე კონკურენტულ ბრძოლაში, როცა საფრთხე ძალიან ცხადია და რთული – პირველი კატეგორიის ლიდერები უფრო აღწევენ შედეგს. მეორეებს ამ დროს სწორ საკითხებზე კონცენტრირება უჭირთ, საკითხიდან საკითხზე დახტიან და ამის გამო საფრთხის ნეიტრალიზაციას ვერ ახერხებენ.
მშვიდობიან პერიოდში კი, როცა ცხადი, ძლიერი მტერი არ არსებობს ან ის დიდ და აქტუალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს მეორე ტიპის ლიდერები ბევრად მეტის გაკეთებას და ბევრად დიდი წარმატების მიღწევას ახერხებენ. მაშინ როდესაც პირველები ამ დროს სრულიად არაპროდუქტიულები და პასიურები ხდებიან. მათ მშვიდ გარემოში გასაკეთებელი საქმის გამონახვა ყოველთვის უჭირთ, ისევე როგორც მათი განხორციელებისათვის საჭირო ენერგიის და მოტივაციის. ყოველ შემთხვევაში იქამდე სანამ ეს მათ საფრთხეს არ შეუქმნის.
იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და ეძებეთ უკეთესი ლიდერობის ახალი გზები, მეთოდები და შესაძლებლობები.