გაუგზავნეთ მადლობის წერილი თანამშრომელს სახლში

თუ გვინდა თანამშრომლისადმი მადლიერება გამოვხატოთ კარგი მუშაობისათვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ამისათვის შეიძლება იყოს მადლობის წერილის სახლში გაგზავნა. თუ, წერილთან ერთად, ნუგბარით სავსე კალათსაც გავუგზავნით, ერთი-ორ ბოთლ შამპანიურთან ერთად. ეს მისი ოჯახის წევრებზე კიდევ უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.

ადამიანებისთვის მათი დაფასების ისეთი გზა, რომელიც მისი ოჯახის წევრებისთვის გახდება თვალსაჩინო და სასიამოვნო, კიდევ უფრო მეტად საპატიო და სასურველი შეიძლება იყოს, ვიდრე მხოლოდ პრემიის ან ჯილდოს ანგარიშზე ჩარიცხვა.

შესაბამისად, თუ ვიცით, რომ ადამიანს დიდი ოჯახი აქვს, კარგად მუშაობს და გვინდა, რომ გავახაროთ, ეს მარტივი ხერხი მას, შესაძლოა, მთელი ცხოვრების მოტივატორადაც ექცეს.

სასურველია, მადლობის წერილი ისე დაიწეროს, რომ მასში პერსონალურად ამ ადამიანის ღვაწლი და დამსახურება იყოს აღწერილი. ეს მას მისი ოჯახის წევრების წინაშე კიდევ უფრო ამაყს გახდის და კმაყოფილს ასეთი ფორმით მადლიერების გამოხატვის გამო.

იკითხეთ სინერჯის წიგნები და ეძებეთ გზები, უფრო მეტად გაახაროთ და დაასტიმულიროთ საუკეთესო თანამშრომლები.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება