ის, რაც, როგორც სახლების, ისე სტრუქტურების შენებისას არ უნდა დაგვენანოს

როგორც ყველამ ვიცით, სახლებს, ადამიანები, ხანგრძლივი ცხოვრებისთვის ვაგებთ. ამიტომ მის აშენებაში ჩადებული რესურსი, რაც უნდა ძვირი ჯდებოდეს,მაინც რაციონალურად გვეჩვენება.

ისეთი საძირკვლის გაკეთება, რომელიც პირველივე მიწისძვრაზე მოიშლება, ან ისეთი საშენი მასალით აშენება, რომელიც მოკლე ვადაში ჩამოცვენას დაიწყებს, ან ისეთი სახურავით გადახურვა, რომელიც წყალს უშვებს, რა თქმა უნდა, უფრო ხარჯიანი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიდრე თავიდანვე რომ მეტი გაგვემეტებინა სახლის სიმყარის, გამძლეობისა და დაცულობისთვის.

ასევეა სტრუქტურის შემთხვევაშიც. მის შენებაში ჩადებული რესურსი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სტრუქტურის შედეგიანობას.

ისეთი სტრუქტურის გაკეთება, რომლის მშენებლობაში საძირკვლად ორგანიზაციის დანიშნულება და სტრატეგიული ამოცანები არაა ჩადებული, როცა საშენ მასალად კონკრეტული პიროვნებები,  და არა როლების, პასუხისმგებლობებისა და ძალაუფლების სწორად განაწილების სისტემაა გამოყენებული, როცა სტრუქტურის დიზაინი იცვლება იმ სიხშირით, რა სიხშირითაც იცვლება გარემო, რა თქმა უნდა, უფრო ხარჯიანი იქნება, ვიდრე თავიდანვე რომ მეტი გაგვემეტებინა სტრუქტურის ეფექტიანობისთვის.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება