ერთი ლიდერი, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ის, არ არის საკმარისი თანამედროვე რეალობაში დიდი და თუნდაც საშუალო ზომის ორგანიზაციების სამართავად. იმისათვის, რომ ცოცხალი ორგანიზაცია გვქონდეს, საჭიროა ძლიერი ლიდერები გვყავდეს შუა რგოლის მენეჯერების პოზიციებზე.
ამასთან, აუცილებელია, მათ შორის სწორად იყოს გადანაწილებული პასუხისმგებლობები, თითოეულს კარგად ესმოდეს მისი ამოცანა და სწორი ურთიერთობა გააჩნდეს დანარჩენ სტრუქტურასთან.
მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებს ორგანიზაციის უმაღლესი მენეჯმენტი ყველა უბანსა და დონეზე ჩართული, ჰყავდეს ენერგიული, ინიციატივიანი თანამშრომლებ,იყენებდეს მათ უნარებსა და შესაძლებლობებს საერთო მიზნების მისაღწევად და ამისათვის საჭირო ამოცანების გადასაწყვეტად.
იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და ეძებეთ გზები საკუთარი ორგანიზაციის კიდევ უფრო გასაცოცხლებლად. მეექვსე წიგნი – “ორგანიზაციული პერპეტუმობილე”, რომელიც მარტის ბოლოს გამოვა, თითქმის მთლიანად, სწორედ ამ თემას ეძღვნება. არ გამოტოვოთ.