ნებისმიერი ორგანიზაციის წამყვანმა პირებმა უნდა იცოდნენ, რა ლიდერული რესურსები გააჩნია ორგანიზაციას. ეს საჭიროა, რათა გაცილებით ეფექტურად გამოიყენონ ამ პიროვნებათა უნარები დასახული მიზნების განსახორციელებლად.
ამისათვის ორგანიზაცია მუდმივად უნდა ეძებდეს ასეთ პოტენციალს არსებულ თანამშრომლებში – არა მხოლოდ ზედა დონეებზე, არამედ ნებისმიერ რგოლში. ამის ძიება არც ისე რთულია და როცა თანამშრომლების, ან მიმართულებების საქმიანობის შეფასება ხდება, აქვე შესაძლოა ჩაიდოს ლიდერობის შემაფასებელი ინდიკატორები.
ამ ინფორმაციის ფლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა კომპანიამ დროულად გამოავლინოს ლიდერები და მათი სწორი კარიერული ზრდა უზრუნველყოს. ხოლო როდესაც ახალი ვაკანსია ჩნდება მენეჯერულ პოზიციაზე, კომპანია გადაწყვეტილებას მიიღებს არა გამოცდილების ან ცოდნის მიხედვით, არამედ იმის გათვალისწინებითაც,რეალურად ვის აქვს უნარი, მართოს გუნდი და გადაჭრას ამოცანები.
ლიდერობის მთავარი მაჩვენებლები შეიძლება იყოს:
1. გუნდთან მუშაობის უნარი – რამდენად მოჰყვებიან მას სხვა წევრები, როგორ ახდენს მათ მოტივირებას, დამუხტვას, თუ შეუძლია კონფლიქტების მოგვარება, დავალებებს როგორ ანაწილებს, თუ აძლევს უკუკავშირს, რა პერიოდულობითა და რა სიხშირით. როგორია, ზოგადად, მისი მუშაობის სტილი – მარტო უყვარს მუშაობა თუ გუნდთან ერთად.
2. პროაქტიულობა – რამდენად ხშირად გამოდის ინიციატივებითა და იდეებით, როგორ იღებს ახალ დავალებებსა და სირთულეებს, რამდენად აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საქმიანობაში, არის ინტერესიანი.
3. რამდენად აქვს პრობლემების გადაწყვეტის უნარი – მისი კარგად გააზრება და კომპლექსური დანახვა თუ შეუძლია, ზოგადად რა მიდგომებით ჭრის ამოცანებს, ან თუ ჭრის საერთოდ.
4. აქვს თუ არა ხედვა – თუ აქვს ცხადად გააზრებული მასზე დაკისრებული ამოცანა, მომავალი მიზნები და ხედვა – არსებული მდგომარეობიდან სად უნდა მივიდეს კომპანია – როგორც მის დონეზე, ასევე ორგანიზაციის მასშტაბითაც.
5. დროის მართვის უნარი – თუ ახდენს საკითხების დელეგირებას, თვითონ რაზე ხარჯავს დროს, რამდენად კარგად იყენებს მას, თუ აგვარებს საკითხებს დაკისრებულ ვადებში, სათანადო ხარისხით.
6. ნება – რამდენად გააჩნია მოტივაცია, ნება–სურვილი იმისა, აკეთოს მასზე დაკისრებული საქმე ძალიან მაღალი ხარისხით და რეალური ღირებულება შეუქმნას კომპანიას, როგორ ზრუნავს კომპანიის წარმატებაზე და მიზნების მიღწევაზე.
ეს ჩამონათვალი, შესაძლოა, არ არის სრული, მაგრამ ამ კრიტერიუმებით შეფასებაც კი საკმაოდ ნათელ და ცხად სურათს შეგიქმნით. იკითხეთ სინერჯის წიგნები და მიაღწიეთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს.
ლელა
on Jan 17th, 2014
@ 23:50:
komentari shedegebis shemmdeg
ლელა
on Jan 17th, 2014
@ 23:50:
ra xdeba