როდესაც იდეები ქვევიდან არ მოდის

როდესაც ახალი იდეები ქვევიდან არ მოდის და სტრუქტურა არ ქმნის ინიციატივებს, მაშინ იდეების გენერაციას ხელმძღვანელები იწყებენ. ამას კი ბევრი უარყოფითი შედეგი მოყვება.

პირველ რიგში ის, რომ იდეები არასაკმარისად ჩნდება. ეს, თავისთავად, არ იძლევა მათი გადარჩევის, მათგან ყველაზე საუკეთესოების ამორჩევის შესაძლებლობას.

ამას ისიც ემატება, რომ ხელმძღვანელებიდან წამოსულ იდეებს, როგორც წესი, ოპონენტები არ ჰყავს. იგი ტაშის გრიალით გადის და თითქმის ყველა ხორციელდება. ამის გამო მათი უდიდესი ნაწილი არარენტაბელური და არაეფექტიანია. თუმცა ამას ღიად არავინ ამბობს, სანამ შედეგები არ დადგება.

ცუდი შედეგების მიღების დროსაც არავინ ლაპარაკობს ამ პროექტებზე ღიად. ხელმძღვანელი იძულებული ხდება ყველაფერი ცუდ შესრულებას დააბრალოს და კიდევ უფრო კმაყოფილო დარჩეს იმ კადრების საქმიანობით, ვისაც მისი “გენიალური” იდეების განხორციელება ევალებოდა.

სწორედ ამიტომ, სტრუქტურის დიზაინერები ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირებისას უნდა ეცადონ, ისეთი სტრუქტურა შექმნან, რომელიც თვითონ გამოაჩენს იდეებს, ხელმძღვანელები კი ამ იდეების გადამრჩევები და ოპონენტები იქნებიან და არა მათი ავტორები.

იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და იპოვეთ გზები ისეთი სტრუქტურების შესაქმნელად, სადაც იდეები ქვევიდან ზევით იმოძრავებს და არა პირიქით.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “როდესაც იდეები ქვევიდან არ მოდის”


  1. abc
    on Feb 20th, 2013
    @ 10:48

    ra kargi frazaa “struqturis dizaineri” :)

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება