მოტივაციის გაზრდა თუ დემოტივაციის შემცირება

პრემირების და ბონუსების სისტემები დემოტივაციას უფრო ამცირებენ თანამშრომლებში, ვიდრე მოტივაციას ზრდიან. მათი შექმნა და განვითარება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ მათი მნიშვნელობის გადაჭარბებითშეფასება ნამდვილად არ ღირს.

როგორი ცხადიც არ უნდა იყოს პრემირების თუ ბონუსების სისტემა, რამდენად დიდიც არ უნდა იყოს თანხები, რომელსაც ადამიანები ამის შედეგად იღებენ, მათი უპირველესი მოტივატორი მაინც ის შეფასებაა, რომლითაც მენეჯმენტი მათ საქმიანობას აფასებს. თანამშრომლების უდიდეს ნაწილს იმის კეთება ურჩევნია, რაც კარგად ფასდება მენეჯმენტის მხრიდან და არა იმის, რაშიც ბონუსებს არიან შეპირებული. მთავარია მათ ცხადად იცოდნენ, რა არის მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანი შეფასებისას, რა მოსწონთ და რა არა მათ საქამიანობაში.

ამის მიზეზი მარტივია. ბონუსებიც და პრემიაც, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ადამიანების უდიდესი ნაწილისთვის მთავარი მოტივაცია მაინც სამსახურის შენარჩუნება, გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობა და კარიერის განვითარებაა. ამაზე კი გავლენას სწორედ მენეჯმენტის მიერ მათი საქმიანობის შეფასება ახდენს და არა მათ მიერ აღებული პრემიისა თუ ბონუსების მოცულობა.

თუ თანამშრომლებში რეალურად გვინდა მოტივაცია გავზარდოთ და არა, უბრალოდ, დემოტივაცია შევამციროთ, პირველ რიგში ანგარიშგების და მასზე დაფუძნებული შეფასების სისტემა უნდა გავაკეთოთ და პრემიებიც, ბონუსებიც, ხელფასის მატებაც და დაწინაურებებიც სწორედ ამ შეფასებებს უნდა დავუქვემდებაროთ.

იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და ეძებეთ ახალი გზები თანამშრომლების სწორად მოტივირებისათვის.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება