სტრუქტურის ქაოსური, უსისტემო განვითარება

ორგანიზაციული სტრუქტურის ქაოსური, უსისტემო განვითარება ძალიან ხშირად იწვევს იმას, რომ ის ქვედანაყოფები, რომლებსაც კომპანიაში მთავარი შედეგები მოაქვთ, იმისთვის მუშაობენ, რათა ადმინისტრაციული და მხარდაჭერის სამსახურები შეინახონ და არა პირიქით. ადმინისტრაცია და მხარდაჭერის სამსახურები კი მუშაობენ იმისთვის, რომ შემოსავლების მომტან სტრუქტურებს მეტი და უკეთესი შედეგების მიღებაში დაეხმარონ.

ძალიან ბევრ ორგანიზაციაში გვინახავს თუ როგორ ხდება ეს. მხარდამჭერი სამსახური მხარდამჭერ სამსახურს ემატება, ადმინისტრაციული ფუნქცია ადმინისტრაციულ ფუნქციას, შედეგად “მხარდამჭერი” სამსახურები ისე იზრდებიან და გავლენითაც ძლიერდებიან სტრუქტურაში, რომ შემოსავლების მომტანი ცენტრების ზედამხედველობას, “უფროსობასაც” იწყებენ და მათ მიერ მოტანილი შემოსავლების დიდ ნაწილსაც თვითონ მოიხმარენ. საბოლოო ჯამში კი მდინარეში ჩავარდნილთა ყელზე გამობმულ სიმძიმეს ემსგავსებიან, რომელიც მას არამარტო დინებასთან ბრძოლას ურთულებს, არამედ ფსკერისკენაც ექაჩება. და აი, რატომ:

ასეთ ორგანიზაციებში შემოსავლების მომტანი ცენტრების როლი და მნიშვნელობა სულ უფრო მცირდება და მათი მუშაობის პირობებიც მძიმდება. ცხადი პასუხისმგებლობების პირობებში ძალაუფლებას სულ უფრო კარგავენ, სტრესები და დემოტივაციაც ეზრდებათ. ეს საბოლოო ჯამში, მათ ქმედითუნარიანობასაც ამცირებს, შემოსავლების ზრდის ტემპსაც და ბოლოს თვითონ შემოსავლების მოცულობასაც.

ორგანიზაციის სტრუქტურაში ადმინისტრაციული ნაწილის ბალანსის დაცვა, შემოსავლების მომტან ქვედანაყოფებთან შედარებით, ძალიან მნიშვნელოვანია და ის, რომ ორგანიზაციამ ეს მოახერხოს, სტრუქტურა გეგმაზომიერად და არა ქაოსურად უნდა განავითაროს. ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ სამ წელიწადში ერთხელ მაინც ორგანიზაციული სტრუქტურის ძირეული გადახედვა უნდა მოხდეს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების ინიცირებაც.

იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და ეძებეთ ახალი გზები სტრუქტურის უფრო თანმიმდევრული და ორგანიზებული განვითარებისათვის.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება