მუშაობის სქემები ახალი პოზიციებისთვის

ახალი პოზიციების შექმნისას, ხანდახან მხოლოდ დებულებები/სამუშაო აღწერილობები და მათი კომუნიკაცია არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ ეს სტრუქტურული ერთეული გამართულად ამუშავდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ პოზიციას, ფუნქციებთან ერთად, ბევრი მოვალეობა აკისრია სხვა  ერთეულების მიმართ. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ახალშექმნილი პოზიციისთვის მუშაობის ძირითად სქემასაც გავაკეთებთ. 

რა თქმა უნდა, დებულებების არსებობასა და მათ კომუნიკაციას გადამწყვეტი მნისვნელობა აქვს ერთეულისთვის, იცოდეს ზუსტად, რა უნდა აკეთოს, თუმცა განსაკუთრებით ახალშექმნილი ერთეულებისთვის მხოლოდ დებულებები შეიძლება არ იყოს საკმარისი.  დებულებებთან ერთად მათ დამატებითი ინსტრუქციებიც ესაჭიროებათ, რათა სრული სიმძლავრით ამოქმედდნენ.

მუშაობის სქემები დამატებითი ინსტრუქციების  ერთ-ერთი გადაწყვეტილებაა, რომელსაც, შეიძლება, ნორმატიული ან რეკომენდაციული ხასიათი ჰქონდეს. ის 20-30 მოქმედებისგან შედგება და დეტალურად , სქემატურად  აღწერს ერთეულის საქმიანობას (მოქმედებებად) პროცესუალურად, მოქმედებების ხანგრძლივობას და მისი კავშირის წერტილებს სხვა ერთეულებთან. მსგავსი სქემები უფრო მარტივად ქმნის წარმოდგენას ამ პოზიციაზე მყოფი მთავარი საქმიანობის შესახებ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება