ისევ ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული სტრუქტურების შესახებ

სრულად დეცენტრალიზებული, ან ცენტრალიზებული სტრუქტურები მხოლოდ წიგნებშია, ბუნებაში ასეთები არ არსებობს. ყველა მსგავს სტრუქტურაში არსებობს დეცენტრალიზებული და ცენტრალიზებული ფუნქციები. ის, თუ რომელი ფუნქციის გადატანა შეიძლება ადგილზე, ძალიან ინდივიდუალურია და ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

ფუნქციის დეცენტრალიზაცია იწვევს, პირველ ეტაპზე, გადაწყვეტილებების ნაკლებ კოორდინაციას, ცალკეულ შემთხვევებში, უფრო ნაკლებად კვალიფიციურ გადაწყვეტილებებს პირველ პერიოდში, ზრდის ჯამურ ხარჯებს და, საწყის ეტაპზე გადაწყვეტილებების მიღებასაც უფრო ართულებს.

თუმცა, ძალიან მალე, მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხი იზრდება, გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო დრო მცირდება, როგორც ჯამურად, ისე ეს ქვედანაყოფი უფრო სწრაფად იწყებს განვითარებას და თან, ცენტრიდან ბევრად ნაკლები ძალისხმევის პირობებში.

რაც შეეხება ფუნქციების ცენტრალიზაციას ეს პირველ ეტაპზე ხარჯებს ამცირებს, სხვა ქვედანაყოფებთან გადაწყვეტილებების და მოქმედებების კოორდინაციას აუმჯობესებს.იგი  პირველ ეტეპზე მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხსაც ზრდის, ცალკეულ შემთხვევებში. თუმცა, ამის სანაცვლოდ, ქვედანაყოფების საშუალოვადიან და გრძელვადიან განვითარებას ამცირებს, ისევე, როგორც მათ ღირებულებას და მთლიანად ორგანიზაციის ზრდის და განვითარების შემაფერხებელი ხდება.

ამდენად, ყველა სტრუქტურულ გადაწყვეტილებას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. რაღაც ეტაპზე, შესაძლოა,  ერთსა და იმავე ორგანიზაციაში უმჯობესი იყოს ცენტრალიზაცია კონკრეტული ფუნქციის, რაღაც ეტაპზე კი დეცენტრალიზაცია. უფრო მეტიც, ერთი და იგივე ორგანიზაციაში ერთი ფუნქცია შესაძლოა ერთ ქვედანაყოფთან მიმართებაში ცენტრალიზებული იყოს, მეორესთან მიმართებაში – დეცენტრალიზებული.

ფუნქციის ცენტრალიზაცია-დეცენტრალიზაცია სრულად ორგანიზაციის სტრატეგიაზე, მისი განვითარების ეტაპზე და მასში მიმდინარე პროცესების წყობაზე და წესრიგზეა დამოკიდებული. ყველასთან მიმართებაში ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.

იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და ეძებეთ გზები საკუთარი ორგანიზაციის უკეთ სტრუქტურირებისათვის.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება