ანგარიშგება და შეფასება

ანგარიშგების სისტემა და მასზე დაფუძნებული შეფასებები, იმის გარდა, რომ კარგი მოტივაციის სისტემის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა, თვითონაც შეიძლება გახდეს საუკეთესო მოტივატორი თანამშრომლების დიდი უმრავლეოსობისათვის.

თუ ყველა სამსახურისთვის და მათში ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიციებისთვის განვსაზრავთ რაოდენობრივ პარამეტრებს, რომელიც მათი საქმიანობის შედეგიანობის გაზომვის საშუალებას იძლევა, ასევე იმ მიმართულებებს ჩამოვწერთ, რა მიმართულებებითაც ისინი უნდა მოქმედებედნენ დებულებიდან გამომდინარე, დავავალებთ გარკვეული პერიოდულობით ანგარიშგების მომზადებას, სადაც შეიყვანენ როგორც რაოდენობრივ შედეგებს ისე ჩამოწერენ რა გააკეთეს ამ ფორმის შესაბამისად, ეს ადამიანებში მნიშვნელოვნად გაზრდის მობილიზაციას,თანაც ისეთ საკითხებზე, რაც მათთვის დებულებით არის განსაზრული.

ასეთი ანგარიშგების ფორმებისთვის უნდა არსებობდეს შეფასების სისტემა.იგი უნდა განსაზღვრავდეს თუ ზუსტად ვის ეგზავნება ეს ანგარიშები და როგორ აკეთებენ ისინი მათზე დაფუძნებით შეფასებებს.

ასეთი შეფასებები კი, თავის მხრივ, ადვილად გახდება როგორც ხელფასის მომატების, ისე პრემიების და ბონუსების გაცემის ბაზა, ასევე თანამშრომლების დაწინაურებაზე გადაწყვეტილების მიღებისას, შეიძლება, მისცეს მენეჯმენტს საგულისხმო ინფორმაცია.

ასეთი შეფასების და ანგარიშგების სისტემიდან ყველაზე დიდი სარგებელი მაინც ის არის, რომ იგი დებულებების გაცოცხლების საშუალებას იძლევა და ის, რაც მათში არის ასახული–ოპერატიული, ყოველდღიური დავალებების გარეშეც თანამშრომლების ყოველდღიური საზრუნავი შეიძლება გახდეს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “ანგარიშგება და შეფასება”


  1. Pako
    on Mar 9th, 2013
    @ 16:35

    სწორი ანგარიშგების და შეფასების გამართული სისტემა ყველაზე მეტად სახელმწიფო ორგანიზაციებს სჭირდებათ, რადგან ნეპოტიზმისა და სუბიექტურობის ალბათობა ასეთი ტიპის ორგანიზაციებში გაცილებით მაღალია..

    კარგი ინსაითია, მადლობა ავტორს!!

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება