ყველაზე მაგარი თანამშრომლები

ხელმძღვანელებს ესმით, რომ თანამშრომლები ყველაზე დიდი აქტივია მათთვის.ისინი ცდილობენ კარგი კადრების გადმობირებას ან შენარჩუნებას, მაგრამ ეს მხოლოდ ერთეულებზე ვრცელდება. არადა, თუ ორგანიზაცია მიზნად დაისახავს, ჰყავდეს საუკეთესო  თანამშრომლები ყველა პოზიციაზე, კომპანია მალევე გახდება ცნობილი იმით, რომ აქ ყველაზე მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი კადრები მუშაობენ და ბევრ სხვა პროფესიონალს არც გაუჩნდება სურვილი, შეუერთდეს ასეთ გუნდს.ამ მიზნის მისაღწევად არაეფექტური გზაა სხვადასხვა პროფესიონალების ძიება და მათ გადმობირებაზე ენერგიისა და დროის ხარჯვა. გაცილებით სწორი სტრატეგიაა თავად შექმნა ასეთი კადრები:

1. რეკრუტინგი – აიყვანო კადრები ნაკლები გამოცდილებით, მაგრამ ძალიან ნიჭიერები, მონდომებულები და იმ უნარების მქონენი, რომელთაც შეეძლებათ სწორად განვითარდნენ.

2. სწავლება – ორგანიზაცია უნდა იყოს მათთვის ერთი დიდი სასწავლო დაწესებულება, სადაც ისინი მუდმივად ეცნობიან სიახლეებს, საქმის კეთებას, პროფესიონალდებიან . აქ უნდა შეეძლოთ კითხვა, ჰყავდეთ მენტორი,რომელიც ზრუნავს მათ განვითარებაზე, უშვებენ სხვადასხვა სასწავლო კურსებზე, პროგრამებზე. თუ ამაზე მუდმივად იმუშავებთ, ძალიან მალე გეყოლებათ ყველაზე კვალიფიციური თანამშრომლები.

3. ზრუნვა შენარჩუნებაზე  – მათთვის გარემო და ატმოსფერო სასიამოვნო უნდა იყოს. მათ უნდა შეეძლოთ საკუთარი უნარების გამოვლენა და გამოყენება, საკუთარი თავის რეალიზება. ისინი უნდა იღებდნენ სულ უფრო რთულ და საინტერესო დავალებებს, აქტიურად ერთვებოდნენ ყველაზე მნიშვნელოვან პროცესებში, ჰქონდეთ მკაფიო ამოცანა და თავისუფლება მის განსახორციელებლად ორიგინალური, საინტერესო მეთოდებით.

რა თქმა უნდა, სამივე პუნქტი საკმაოდ რთული მისაღწევია, ბევრი მუშაობა და, ხშირ შემთხვევაში, ორგანიზაციული ცვლილება ესაჭიროება, მაგრამ მიზანმიმართული მუშაობის შედეგად გეყოლებათ ყველაზე პროფესიონალი თანამშრომლები, რომლებიც ქმნიან ყველაზე მაგარ პროდუქტსა და მომსახურებას.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება