არასწორად გაკეთებული სტრუქტურა გაუმართავ ავტომანქანას ჰგავს, რომლით წასულ მოგზაურობაშიც მძღოლიც გაიტანჯება, მგზავრებიც, დანიშნულების წერტილს ან მივაღწევთ, ან ვერა,თუკი მივედით საერთოდ იქამდე, რამდენი ხნის დაგვიანებით და რად დაგვიჯდება ეს, არავინ იცის.
წარმოიდგინეთ ავტომანქანა, რომლის ფანჯარა არ იკეტება, მუხრუჭები არ მუშაობს და ძრავი ზეთს უშვებს, თანაც ჩქარი ტემპით, საწვავის წვა მომატებული აქვს, ამორტიზატორები დაზიანებული და საბურავებიც საკმაოდ გაცვეთილია. ასეთი მანქანით არავინ გარისკავს თბილისიდან ქალაქგარეთ გასვლას.
ისეთი სტრუქტურებით კი, სადაც მიზანი არავინ იცის, სადაც პასუხისმგებლობები ბუნდოვანია, კონტროლის სისტემები გაუმართავი, მოტივაცია მოუწესრიგებელი, უფლაბამოსილებები გაუმიჯნავი და შიდა კომუნიკაციები აუწყობელი, დღიდან დღემდე ისე ვმუშაობთ, არც კი ვფიქრობთ იმაზე, მივალთ სადმე საერთოდ თუ არა, სასიამოვნო იქნება თუ არა მუშაობის პროცესი და თუ მივაღწევთ რაიმეს, რამდენი დრო და სხვა რესურსი დაგვჭირდება ამისათვის.
პირველი პირები მიმდინარე საქმეებში ისე ვეფლობით, ვიკმაყოფილებთ საქმის კეთების მოთხოვნილებას, იმაზე კი ხშირად არც ვფიქრობთ, რამდენად გამართულია ავტომანქანა, რომლითაც არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები და კიდევ ბევრი სხვა ხალხი მგზავრობს, რამდენად უსაფრთხო და კომფორტულია ის ჩვენთვის, ყველასთვის და რამდენად დაგვეხმარება სასურველი დანიშნულების წერტილის მიღწევაში, იმ ვადებში და იმ რესურსებით, რაც ამისათვის გაგვაჩნია.
პირველი პირები ჩვენი დროის ყველაზე დიდ ნაწილს, ალბათ, სწორედ ამ მანქანის გამართულობის უზრუნველყოფას უნდა ვუთმობდეთ, ვზრუნავდეთ იმაზე, რომ ის ყოველთვის ფორმაში იყოს და ჩვენს მიზნებსა და ამოცანებს შეესაბამებოდეს.
იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და ეძებეთ გზები იმისათვის,რათა ჩვენი ორგანიზაცია მუდმივად აწყობილი და გამართული იყოს.