თუ წელიწადში ერთხელ უმაღლესი მენეჯმენტი მოისმენს სამსახურების ხელმძღვანელებისგან პრეზენტაციას მათი ქვედანაყოფის საქმიანობის შედეგების შესახებ, ამის საფუძველზე შეაფასებს მათ საქმიანობას და შეფასებების შესაბამისად გამოუყოფს ქვედანაყოფებს საპრემიო ფონდს, ეს კარგი მოტივატორი შეიძლება აღმოჩნდეს ბევრი სტრუქტურისთვის.
ასეთი პრეზენტაციები, სასურველია, ივლისის მეორე ნახევარში მოეწყოს გასვლით ღონისძიებაზე, სადაც უმაღლესი მენეჯმენტი და ყველა სამსახურის ხელმძღვანელი, ასევე სასურველია, დაინტერესებული დამფუძნებლებიც იღებდნენ მონაწილეობას.
თითოეული სამსახურის ხელმძღვანელის პრეზენტაციის საფუძველზე, ქვედანაყოფის საქმიანობის შეფასება სასურველია გაკეთდეს მარტივად, როგორც საშუალო, კარგი ან ძალიან კარგი. შეფასებები შეიძლება ყველამ გააკეთოს თავისთვის და პრეზენტაციების დასრულების შემდეგ განიხილონ და შეაჯერონ მოსაზრებები.
საპრემიო ფონდის მხრივ კარგი მოტივატორი იქნება, თუ იმ სამსახურებს, რომლებიც ძალიან კარგ შეფასებას მიიღებენ, გამოეყოფათ ორი თვის სახელფასო ფონდის შესაბამისი საპრემიო ფონდი, კარგი შეფასების სამსახურებს – ერთი თვის, ხოლო საშუალო შეფასების სამსახურებს საპერემიო ფონდი არ გამოეყოფათ.
თუ რომელიმე სამსახური შეფასებას საერთოდ არ მიიღებს, მათი საკითხი მენეჯმენტმა უფრო დეტალურად და ყურადღებით უნდა განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილებები სამსახურში არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.
ასეთი ტრადიცია ორგანიზაციის ყველა ქვედანაყოფს ბევრად უფრო ცოცხალსა და მონდომებულს გახდის, კომუნიკაციასაც გააუმჯობესებს და შედეგებზეც აუცილებლად დადებითად აისახება.
იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და მუდმივად ეძებეთ გზები თანამშრომლების სწორად მოტივირებისათვის.