თუ სტრატეგიული გეგმები სრულად არ ხორციელდება

ნებისმიერ სტრუქტურაში ორგანიზაციული ორთქმავლები სწორედ ადამიანები, მათი ტალანტები და თვისებებია და სწორედ ისინი არიან, ვინც სტრატეგიებს თან წარმატებით ახორციელებენ. თუმცა, თუ მათ  ლოგიკურად დაკავშირებული და მკაფიო როლები არ ექნათ, თუ მათი მუშაობა როგორც ოპერაციულ, ისე განვითარების საკითხებზე უწყვეტი არ იყო და თუ არ ეცოდინებათ რა ნიშნით ფასდებიან, მაშინ დიდი შანსია, რომ ადამიანების უნიკალურობის მიუხედავად სტრატეგიების დიდი ნაწილი ქაღალდზე დარჩეს.

ამიტომ სტრატეგიების კეთებისას თუ გეგმების დამტკიცებისას ტოპ-მენეჯმენტის საზრუნავი სწორედ ორგანიზაციული მოწყობის ხელშეწყობაა, რომ მათი სურვილები, ამბიციები, გამოწვევები რეალობად იქცეს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სტრატეგიის განსახორციელებლად ისაა, თუ რამდენად სწორად და ლოგიკურადაა როლები განაწილებული მის განმახორციელებლებს შორის. ეს როლები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ორგანიზაციის დანიშნულებასთან.  თუ სტრატეგიული გეგმიდან პასუხისმგებლობები ხელოვნურად დაეკისრებათ ადამიანებს, შანსი იმისა, რომ ეს განხორციელდეს, თანაც მაღალი ხარისხით, დაბალია. მათ ყოველთვის ექნებათ თავისი სხვა საქმე, რომელიც უფრო სასწრაფო და მნიშვნელოვანი იქნება მათთვის.

ამას გარდა, მნიშვნელოვანია არსებობდეს ისეთი სტრუქტურირებული ფორმატები, რომლებიც ამოცანებზე მუშაობის უწყვეტობას უზრუნველყოფს. აქ იგულისხმება ისეთი კოლეგიალური ორგანოების არსებობა, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით მუშაობს და შეხვედრების, კომიტეტების, საბჭოების ფორმატში ერთგვარად “აიძულებს” ამოცანაზე პასუხისმგებელ პირებს მიმდინარე საქმეების ხარჯზე არ გააჩერონ კონკრეტულ განვითარების, სტრატეგიულ საკითხზე მუშაობა.

ამ ყველაფერს კრავს შეფასებების  და მოტივირების სისტემა.იგი ადამიანებს სწორ სტიმულებს უქმნის და ორიენტირებს აძლევს, რაზე გააკეთონ აქცენტი მუშაობის დროს. ადამიანების ქცევა, მათ შორის ყველაზე ნაკლებ ინიციატივიანების, ინერტულების, დესტრუქციულების,პროაქტიულებისაც კი, ავტომატურად იცვლება, როცა მათ იციან, რით შეაფასებენ, რაზე მოსთხოვენ პასუხს, რით დააჯილდოვებენ.

თუ სტრატეგიული გეგმების არასრულყოფილად განხორციელების დისკომფორტს თქვენც განიცდით, ამ სამ ფაქტორში ეძებეთ შესაძლებლობები. თითოეულ კომპონენტზე სინერჯი ჯგუფის წიგნებში სხვადასხვა  განსხვავებული კუთხიდან წერია, ვფიქრობ, გამოგადგებათ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება