ვისაც გამოუცდია, ყველამ იცის, თუ რაოდენ სასიხარულოა, როდესაც ყოველდღიურად ისეთი საქმის კეთება გვიწევს, რომელიც შეგვიძლია გაუჩერებლად, შესვენების გარეშე ვაკეთოთ, რომლის დროსაც ვცდილობთ, ისე განვვითარდეთ, რომ სრულყოფილებას მივაღწიოთ და რომელსაც დიდი სიამოვნებით გავაკეთებდით მაშინაც, ფული საერთოდ რომ არ არსებობდეს დედამიწაზე.
ორშაბათი მძიმე დღეაო, ხშირად ამბობენ. ეს ალბათ უფრო იმიტომ, რომ ადამიანების უმეტესობას შაბათ-კვირის შემდეგ სამსახურში დაბრუნება გვიჭირს. არადა, თუ ადამიანს უყვარს რასაც აკეთებს, ის პირიქით, ყველაზე მხნედ, სწორედ ორშაბათს უნდა გრძნობდეს თავს, უნდა უხაროდეს, რომ კიდევ ერთი გამოწვევით სავსე კვირა ელოდება წინ. ამ შემართებასა და მუხტს გვერდში მდგომებშიც უნდა ავრცელებდეს და ყველას საქმის კეთების სურვილით ავსებდეს.
წარმატებულ კვირას გისურვებთ ყველას, საკუთარი საქმის კეთებით გამოწვეულ სიხარულს და ბევრ ასეთივე, საკუთარ საქმეზე შეყვარებულ ადამიანს თქვენს გარშემო. ვისაც აქვს ამის გამოცდილება, ყველამ იცის, რომ ასეთ დროს ორშაბათი ბევრად უფრო მსუბუქი, სასიამოვნი და საინტერესო დღე ხდება.