თუ იარსებებს ორგანიზაციაში საბჭო, სადაც ნებისმიერი რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შეფასება და განხილვა მოხდებოდა, გადაწყვეტილების ხარისხი ამით მკვეთრად გაიზრდებოდა.
ის, ვისაც გამოაქვს ინიციატივა, მაგალითად, ახალი სერვისის ან პროდუქტის დამატებაზე, ან ფილიალის მშენებლობაზე თუ სხვა საკითხზე, ვალდებულია მოამზადოს არგუმენტები (და სასურველია რაოდენობრივი მაჩვენებლებით), თუ რას მოუტანს ეს ორგანიზაციას – მეტ კლიენტს, კლიენტების კმაყოფილებას, უკეთეს ბრენდს თუ სხვა რამეს.
მეორე მხრივ, ფინანსური ჯგუფი ამზადებს ამ გადაწყვეტილების ფინანსურ ეფექტებს – რა დაჯდება მისი განხორციელება, შემოსავლები, რა შეიძლება მივიღოთ აქედან და მომზადებულ ფინანსურ ანალიზს წარადგენს ამ საბჭოზე.
ამ ორი სურათის არსებობის, მსჯელობის, განხილვის, კამათის შემთხვევაში გაცილებით ნაკლები იქნება წამგებიანი გადაწყვეტილებები და გაცილებით მეტი ისეთი პროექტები, რომლებსაც რეალური შედეგი და დადებითი ეფექტი მოაქვს ორგანიზაციისათვის.