თუ ორგანიზაციას კარგად გამოკვეტილი, ფორმალური სტრუქტურა არ გააჩნია, რაღაც ეტაპზე აუცილებლად წყვეტს განვითარებასაც და ზრდასაც. რაც უფრო აგვიანებს ორგანიზაცია სტრუქტურირებას, მით უფრო მტკივნეული ხდება ამის გაკეთება.
ორგანიზაციები განვითარების საქმიანობის გარკვეული მასშტაბის მიღწევამდე ახერხებენ ცხადი სტრუქტურის გარეშე მუშაობას. ყველა ყველაფერს აკეთებს, ყველა ყველაფერში ერკვევა, ხელმძღვანელი, ვისაც ახერხებს, იმას ავალებს, როდესაც რაღაცაა გასაკეთებელი.
ამ პროცესში იკვეთებიან ადამიანები, რომლებიც სპეციალიზდებიან გარკვეული მიმართულებით, უგროვდებათ ცოდნაც და გამოცდილებაც მათი მიმართულებებით, პროცესებიც გარკვეულწილად ლაგდება და კონკრეტულ კალაპოტში იწყებს დინებას. ორგანიზაციები ფორმალიზებული სტრუქტურირების საჭიროებას ან ვერ გრძნობენ, ან გრძნობენ, მაგრამ ძალიან უჭირთ ამის გაკეთება სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესების შეფერხების, ან ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანი ადამიანების დაკარგვის შიშით.
ასეთ დროს რაც უფრო გვიანდება ფორმალიზებული სტრუქტურის შექმნის პროცესი, მით უფრო რთულდება სწორი სტრუქტურის შექმნა, ზრდისა და განვითარების ტემპები მცირდება და ორგანიზაცია კრიზისის ფაზაში იწყებს შესვლას.
ამ კრიზისიდან გამოსავალი, თუ მის პოვნას ორგანიზაცია მაინც შეძლებს, ისევ სტრუქტურის შექმნაშია, თუმცა, ამჯერად, სტრუქტურირება არსებითი სტრუქტურული ცვლილებების გარეშე ვეღარ ხერხდება, ეს ცვლილებები კი ბევრად უფრი მძიმე და მტკივნეული ხდება, როგორც პროცესებისთვის, ისე თანამშრომლებისათვის.
იმისათვის, რომ ორგანიზაციამ გარდატეხის, ანუ სტრუქტურირების აუცილებლობის ასაკი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გაიაროს და არა ღრმა კრიზისის ფონზე, საჭიროა, არ დაელოდოს და თვითონ დაიწყოს ფორმალური სტრუქტურის შექმნა, სანამ ამას გარემოებები და საქმიანობის შედეგები აიძულებს.
იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და ეძებეთ გზები საკუთარი ორგანიზაციის უკეთ სტრუქტურირებისათვის.