პროცესების აღწერა

პროცესებს, როგორც, მაგალითად, დეპარტამენტებს ან პოზიციებს, ესაჭიროებათ ფორმალიზება და აღწერა. ეს აუცილებელია , რათა ზუსტად დავინახოთ მონაწილე რგოლები, ჩართულმა პირებმა მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ, ერთგვაროვანი გახდეს მისი მიმდინარეობა ან გავაანალიზოთ და მოვახდინოთ მისი ოპტიმიზაცია.

პროცესების აღსაწერად აუცილებელია შემდეგი კომპონენტების გათვალისწინება:

პროცესის მიზანი – ვინ არის მთავარი მომხმარებელი  ან რას ემსახურება პროცესი, რა არის მისი მიზანი და რა მახასიათებლები გააჩნია მას – სისწრაფე, კომფორტულობა, სიიაფე თუ სხვა.

პროცესის ალგორითმი  – როგორ მიმდინარეობს, რა ნაბიჯებისაგან და მოქმედებებისაგან შედგება თავისი ალტერნატივებითა და განშტოებებით.

მონაწილე რგოლები – რომელ ეტაპზე ვინ არის ჩართული და რა როლს ასრულებს ამ ერთიან პროცესში, ვინ ვის წინაშეა ვალდებული და როგორ გადადის მოქმედებები ერთმანეთზე.

პასუხისმგებელი პირი – ვინ არის ის, ვისაც ევალება პროცესის გამართული მუშაობა, ხარვეზების დროული აღმოფხვრა, პროცესების მონაწილეთა მხარდაჭერა და მუშაობა პროცესის გასაუმჯობესებლად.

მხოლოდ პროცესის აღწერითაც კი შეძლებთ გააუმჯობესოთ მუშაობის ხარისხი.

იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და იქონიეთ გამართული პროცესები.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება