სისტემური ხარვეზები ორგანიზაციულ სტრუქტურაში

თუ გვინდა, რომ ორგანიზაციის სტრუქტურაში არსებული სისტემური პრობლემები დავინახოთ, ცოტა ხნით უნდა დავივიწყოთ ის ადამიანები, რომლებიც ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობენ . არ უნდა გავითვალისწინოთ, როგორ არის პროცესები მასში აწყობილი და მხოლოდ სტრუქტურულ სქემას უნდა დავაკვირდეთ კარგად.

ძირითადი კითხვები, რომლებიც ამ დროს სტრუქტურას უნდა დავუსვათ, შემდეგია:

მენეჯმენტის ყურადღება და რესურსები ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაწილდება თუ არა, სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად. ამ საკითხზე დასკვნის გაკეთება ადვილია , თუ კარგად დავაკვირდებით,როგორ არის განაწილებული როლები და პასუხისმგებლობები უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს შორის.

არის თუ არა საჭირო კოორდინაცია და პარალელური კონტროლი იმ ფუნქციებს შორის, ვისთვისაც გამართული კომუნიკაცია, ან პარალელური კონტროლი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთავარი პროცესების გამართული დინებისათვის.  ამ საკითხზე დასკვნების გაკეთება ადვილია, თუ დავაკვირდებით, როგორი სამსახურებია დაჯგუფებული ტოპ-მენეჯმენტის წევრების უშუალო დაქვემდებარებაში.

აგროვებს თუ არა ორგანიზაცია კომპეტენციებს იმ საკითხებში, სადაც მისთვის ცოდნის, ინფორმაციის და გამოცდილების დაგროვება მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის, თუ რა კონკრეტულ ქვედენაყოფებად არის სტრუქტურა ჩაშლილი, განსაზღვრავს სფეროებს და საკითხებს, რომლებშიც გროვდება ინფორმაცია, ცოდნა და გამოცდილება.

ამ სამი ძირითადი საკითხის გარდა, სტრუქტურის მხოლოდ სქემის საფუძვლიან ანალიზს კიდევ ბევრ კითხვაზე შეუძლია გაგვცეს პასუხი, ორგანიზაციის ძალიან ბევრი სისტემური პრობლემა და სისუსტე დაგვანახოს, თუმცა განსაკუთრებულად ღირებული ანალიზი სწორედ ამ სამი კითხვის დასმით და მათზე პასუხების ძიებით შეიძლება გავაკეთოთ.
იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და ეძებეთ მეტი სისტემური პრობლემა თქვენი ორგანიზაციის სტრუქტურაში.

თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება