თუ გსურთ მუშაკი განსაკუთრებულად წაახალისოთ, ნამუშევარი დაუფასოთ და გაუხმოვანოთ, შეაქეთ იგი ხელმძღვანელის წინაშე. ასეთ შექებას სულ სხვა ძალა აქვს: შექების ობიექტებს ორმაგი მოტივაციით ავსებს, თავად ხელმძღვანელებსაც ეხმარება თანამშრომლის შესახებ “პორტრეტის” ჩამოყალიბებაში და ჩვენც კარგ საქმეს გაგვაკეთებინებს.
როგორი საპრემიო სისტემაც არ უნდა ეხებოდეს ადამიანს, შექების ალტერნატივა ის მაინც ვერ იქნება. ამიტომ, კარგად გაკეთებული საქმის, გამოჩენილი მონდომებისა და ინიციატივების შემდეგ რა სჯობს კარგ შექებას. ასეთი შექება განსაკუთრებულად გამორჩეული მაშინაა, როცა არა უშუალოდ დამკვეთის მიერ ხდება (თუმცა ესეც ძალიან კარგია), არამედ გარეშე ჩართული პირის მიერ, რომელსაც შეხება ჰქონდა საქმის მიმდინარეობასთან.
როცა კარგ შემსრულებელს ნახავთ, ეს იქნება კოლეგა, დაქვემდებარებული, შეიძლება თქვენი უფროსიც, მომსახურე პერსონალი, არ დაგენანოთ მისი შექება მისივე გუნდის წევრებთან, მის უშუალო ხელმძღვანელთან. თქვენთვის შეიძლება ეს ბევრი არაფერი და მხოლოდ ლამაზი რევერანსი იყოს, მაგრამ მას ამით სასიამოვნოდ დაუფასებთ შრომას.