იმისათვის, რომ გუნდის წევრებისგან ლიდერის მანდატი მივიღოთ, აუცილებელია მათგან რაღაცით გამოვირჩეოდეთ. პირველ რიგში ეს განსაკუთრებული ზრუნვის შეგრძნებაა, ეს არის ზრუნვა მომხმარებლებზე, გუნდის წევრებზე და საზოგადოებაზე მთლიანად.
თუ გვინდა ვიყოთ ლიდერი, გუნდში სხვებზე მეტად უნდა ვზრუნავდეთ მომხმარებლებზე, გვინდოდეს შევქმნათ მაქსიმალური სარგებელი მათთვის.ეს მოგვცემს ენერგიას აქტიური მოქმედებისთვის, საუკეთესო იდეებს ახალი პროდუქტების, ან არსებულ პროდუქტებში შესატანი საჭირო ცვლილებების შესახებ. მომხმარებელზე ზრუნვის განსაკუთრებული, გამორჩეული შეგრძნება მოგვცემს ძალას ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმეები და ამით გუნდის წევრებსაც დიდი და სწორი მოტივაცია შევუქმნათ.
თუ გვსურს ლიდერის მანდატი მივიღოთ, უნდა გამოვირჩეოდეთ განსაკუთრებული ზრუნვით გუნდის დანარჩენი წევრებისადმი. სხვებზე მეტად უნდა გვაწუხებდეს მათი პრობლემები, სხვებზე მეტად უნდა ვცდილობდეთ მათი ინტერესების დაცვას, სხვაზე მეტად უნდა ვეხმარებოდეთ მათ, როცა ეს დახმარება სჭირდებათ.
იმისათვის, რომ გვქონდეს ლიდერის მანდატი გუნდის წევრებისგან, საჭიროა ვზრუნავდეთ სხვებზეც, მათზე, ვისაც ჩვენი პროდუქტებით ან მომსახურებით ვერ ვეხებით. ვეძებდეთ გზებს უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ საზოგადოებას. ადამიანებს უყვართ ასეთი ლიდერები და თვითონაც ცდილობენ ასეთები გახდნენ. ეს, საბოლოო ჯამში, მათ თვითრეალიზაციაში, უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაში და საკუთარი მნიშვნელობის უკეთ აღქმაში ეხმარება.
იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და ეძებეთ გზები საკუთარი ლიდერული რესურსების უკეთ გამოყენებისათვის.