თანამშრომლებთან მუშაობა

ორგანიზაციას, სადაც 40-50 ადამიანზე მეტი მუშაობს და სადაც მათი უმრავლესობა ერთმანეთისგან განსხვავებული საქმით არიან დაკავებული, აუცილებლად უნდა ყავდეს მენეჯერი, რომელიც თანამშრომლებთან მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი. შემდეგ კი, ყოველ 60-70 თანამშრომელზე, ამ მენეჯერს ერთი ადამიანი უნდა დაემატოს გუნდში.

თანამშრომლებთან მუშაობაზე პასუხისმგებელი მენეჯერი განსაკუთრებით უნდა ზრუნავდეს სამ მთავარ საკითხზე:

ა) მართოს შერჩევის, აყვანის და ინტეგრაციის პროცესი ისე, რომ ყოველი ახალი თანამშრომელი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს ორგანიზაციის ინეტერესებს და მოთხოვნებს.

ბ) თითოეული თანამშრომლის კმაყოფილება სამსახურით იყოს რაც შეიძლება მაღალი, როგორც ამის შესაძლებლობას იძლევა ფინანსური რესურსები.

გ) თანამშრომლების სწავლება და განვითარება იყოს მუდმივი,რათა მათ სულ უფრო უკეთ შეძლონ საკუთარი საქმის კეთებაც და ემზადებოდნენ სხვა როლების შესასრულებლადაც.

თანამშრომლებთან მუშაობაზე პასუხისმგებელი მენეჯერის არ ყოლა ავტომატურად იწვევს საკადრო ბაზის მუშაობის ხარისხის შემცირებას უკვე გარკვეული  რაოდენობის შტატის შემდეგ. მათ გარეშე ორგანიზაციის ზრდა–განვითარება გრძელვადიან პერიოდში, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

რაც შეეხება ორგანიზაციებს, სადაც უფრო ნაკლები რაოდენობის თანამშრომლები მუშაობენ, ადამიანებთან, უშუალოდ უმაღლესმა მენეჯერმა უნდა იმუშაოს და იგივე ფუნქციები მანაც უნდა შეასრულოს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება