თმენის ვალდებულება

არის პერიოდები, როცა ყოველ ჩვენთაგანს გვიჩნდება თმენის ვალდებულება, რომელიც ისევ და ისევ ჩვენთვის და საერთო საქმისთვის არის სასარგებლო. კრიზისები, სტრესული სიტუაციები, რთული შემთხვევები, გადაუჭრელი პრობლემები მუშაობისას სწორედ ის პერიოდებია, რომლებიც ბუნებრივად ჩნდება, ჩვენს გამოცდას ემსახურება და ამასთან არა აღელვებას, არამედ სიმშვიდესა და ფრთხილ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

სწორედ კრიტიკული სიტუაციები გვაჩქარებს, გვაიძულებს სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება, მეტი კომფორტისთვის დათმობებზე წავიდეთ ან პირიქით, არასაჭიროდ გავუძალიანდეთ. არადა ხანდახან მოთმენა, რაც არ უნდა დამღლელი იყოს ის და საქმის მთელი გულითა და მონდომებით კეთება, ყველაზე კარგი გამოსავალია ხოლმე.

თუმცა, თმენის ვალდებულება მუშაობისას სულაც არ ნიშნავს სტატუს-ქვოსთან შეგუება., ეს უფრო მშვიდი და გაწონასწორებული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობაა, რომელსაც ემოციური ფონი ნაკლებად ახლავს და ამასთან, საქმის კარგად კეთების გაგრძელებისკენ არის მიმართული.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება